მთიანი რეგიონების ტურისტულ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებანი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაგალითზე)
Main Article Content
ანოტაცია
მთიანი რეგიონების განვითარება, მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, ტურიზმზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. ტურიზმის სწრაფი ტემპით განვითარებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მსოფლიოს და, მათ შორის, საქართველოს რეგიონების ეკონომიკური პროფილის ფორმირებაში, განსაკუთრებული გავლენა მთიან რეგიონებზე შეიმჩნევა. ნაშრომში მოცემულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის ანალიზი, კონკრეტულად კვლევის შედეგები მეტყველებს იმის შესახებ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას გამოუვლინდა ლიმიტირებული ხედვა ტურიზმის მიწოდების ჯაჭვში ჩართვის შესახებ. მუნიციპალიტეტის მთიანი ნაწილის მოსახლეობამ, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სირთულეებიდან გამომდინარე, აქტიურად მოახდინა ტურიზმის ინდუსტრიის სექტორებში ჩართვა, როგორც უფრო „ადვილი“ შემოსავლის წყარო. თუმცა, ტურისტების მიერ ადგილობრივ ნატურალურ პროდუქტებზე გამოჩენილმა ინტერესმა, ადგილობრივი ტურიზმის ინდუსტრიის სექტორი აიძულა ესარგებლა და განევითარებინა სოფლის მეურნეობა და სხვადასხვა დარგები, რამაც საგრძნობლად გაზარდა მომხმარებლების რიცხვი – ტურისტების სახით. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს მთიან რეგიონებში, განსაკუთრებით შეიმჩნევა სხვადასხვა დარგების ინტეგრირება ტურიზმის სექტორში. ქვეყნის მთიანი მუნიციპალიტეტების სასოფლო დასახლებების ეკონომიკური განვითარება, ძირითადად, ტურიზმზეა ორიენტირებული, მაგრამ ტურიზმის საჭიროებიდან გამომდინარე, მათ შეინარჩუნეს მომიჯნავე დარგების განვითარებაც, როგორიცაა სოფ- ლის მეურნეობა და სხვა შინამეურნეობები, რომლებიც სწრაფად ინტეგრირდნენ ტურიზმში, რათა რეგიონებში არსებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დეფიციტის ფონზე, თავად მოახდინონ ტურისტების საკუთარი ნაწარმით გამასპინძლება.