გეოგრაფიული მოდელირება და კურორტის გეოგრაფიული მოდელი

Main Article Content

რუსუდან ელიზბარაშვილი

ანოტაცია

სტატიაში განხილულია გეოგრაფიული მოდელირება და გეოგრაფიული მოდელები, კურორტის გეოგრაფიული მოდელი და მისი ძირითადი მახასიათებლები.


მოდელის ტიპისა თუ შინაარსის ცვლილება გეოგრაფიული მეცნიერების განვითარების თანმდევი პროცესია. ძნელია ასეთი პროცესის აღქმა, თუმცა მეცნიერების ევოლუცია, საკვლევი ობიექტების ტრანსფორმაცია და მათი კავშირები თვალსაჩინო ხდება შესაბამისი ფორმის მოდე- ლების გაანალიზებისას.


გეოგრაფიული მოდელების ძირითადი მიზანია:



  1. გეოგრაფიულიგარემოს აღნიშნული სირთულის გამარტივებული და ზოგადად გასაგები სახით წარმოდგენა;

  2. გეოგრაფიულიკვლევის შედეგების სანდოობის დადგენა;

  3. გეოგრაფიულიპროცესების შეფასების და პროგნოზირების საშუალება;

  4. მონაცემთაანალიზის ინტერპოლაცია, სტრუქტურირება და კლასიფიკაცია;

  5. გეოგრაფიულიექსპერიმენტებისა და სცენარების შემუშავება. კურორტების გეოგრაფიული მოდელირებისას ყურადღება გამახვილებულია რამდენიმე ასპექტზე, რომელთაგან მთავარია: დამსვენებლები, ბუნებრივი და სოციალურ-კულტურული გარემო, ინფრასტრუქტურა, სამედიცინო და მომსახურე პერსონალი, მმართველი ორგანოები (ადმინისტრაცია). ბუნებრივი გარემო არსებითად განსაზღვრავს კურორტის ეფექტურობას. კურორტის ეფექ-


ტურობა და კომფორტი, ძირითადად, ბალნეოლოგიურ მახასიათებლებსა და კლიმატურ პირობებს უკავშირდება, დისკომფორტი კი – ლანდშაფტის თავისებურებებს.


კურორტის არსის წარმოსაჩენად და მისი მოდელირებისთვის საჭიროა ყურადღება გავამახ- ვილოთ რამდენიმე მახასიათებელზე, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია:



  1. სამკურნალოფაქტორები და რესურსები;

  2. ადამიანის ჯანმრთელობის რეაბილიტაციისა და დასვენებისთვის ხელსაყრელი ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული გარემო;

  3. მკურნალობისადა ჯანმრთელობის რეაბილიტაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა; კურორტის გეოგრაფიული მოდელის შემადგენელი ნაწილი შეიძლება იყოს 4 ძირითადი და 10


ქვეერთეული, რომელთა ურთიერთდამოკიდებულება ქმნის კურორტის მოდელის ერთიან სისტემას. გეოგრაფიული მოდელი გვეხმარება მისი სისტემის აღწერაში, გაანალიზებაში და სინთეზში.


ის, ასევე, ეფექტურია საკურორტო გეოგრაფიული შეფასებისთვის, პროგნოზირების, სიმულაციის, ინტერპოლაციისა და მონაცემთა გენერირებისთვის.

საკვანძო სიტყვები:
გეოგრაფია, მოდელები, კურორტები, გარემო, ანალიზი
გამოქვეყნებული: დეკ 5, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები