სივრცითი დაგეგმარება და გეოგრაფია
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში განხილულია სივრცითი დაგეგმარების ფორმები (ეროვნული (ნაციონალური), სივრცის ანუ ტერიტორიული, მიწათსარგებლობის, რეგიონული, ურბანული, ლანდშაფტური და რეკრეაციული, დაგეგმარება) და მისი კავშირი გეოგრაფიული მეცნიერების შესაძლებლობებთან.
სივრცითმა დაგეგმარებამ უნდა უზრუნველყოს: სექტორული (დარგობრივი) სტრატეგიის ინტეგრირება, ეროვნული და ტრანსნაციონალური ინტეგრაცია, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია, ქვეყნის მდგრადი განვითარება, გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების პრევენცია, დასახლების სისტემის და ურბანიზაციის ოპტიმიზაცია, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის საიმედოობა.
სივრცითი დაგეგმარება, თავისი მრავლმხრივობის გამო, ურთულესი სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობაა. ამ პროცესში გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს გეოგრაფიულ ობიექტთა განლაგების საბაზო ერთეულის განსაზღვრის საიმედოობა, მდგრადი განვითარების შეფასებისთვის გეოგრაფიული ანალიზისა და სინთეზის მეთოდოლოგიის გამოყენება და სხვა.
გასაგებია, რომ ნებისმიერი დონის სივრცითი დაგეგმარება და მასში გეოგრაფიული ანალიზის და სინთეზის მეთოდოლოგიის ეფექტური გამოყენება, კვლევის მასშტაბის და ობიექტის განსაზღვრა, გეოგრაფიული ობიექტების, მოვლენებისა და პროცესების სივრცე-დროითი განვითარების სისტემური და ჯეროვანი შეფასება თანამედროვე გეოგრაფიული მეცნიერების ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა.