მდგრადი განვითარების ძირითადი ამოცანები და ლანდშაფტური დაგეგმარების მეთოდოლოგია

Main Article Content

ლადო გრიგოლია

ანოტაცია

მდგრადი განვითარება წარმოადგენს სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ სისტემებს შორის ბალანსის დამყარების პროცესს, სადაც ლანდშაფტური დაგეგმარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან იგი უზრუნველყოფს ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებას, ეკოსისტემების დაცვას და ადამიანის საქმიანობის ჰარმონიზაციას გარემოსთან. მისი მიზანია სივრცის ისეთი ორგანიზება, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკურ პროგრესს გარემოსდაცვითი ბალანსისა და სოციალური კეთილდღეობის შენარჩუნების პირობებში.
ნაშრომში განხილულია მდგრადი განვითარების კონცეფციის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები, როგორც თანამედროვე გეოგრაფიული მეცნიერების ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლანდშაფტის არსის, მისი სივრცითი სტრუქტურისა და ფუნქციური ორგანიზაციის გაანალიზებას, ლანდშაფტური დაგეგმარების პრინციპებსა და მეთოდოლოგიურ თავისებურებებს. კვლევა ემყარება ინტეგრირებულ მიდგომას, რომელიც აერთიანებს ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებს სივრცითი განვითარების დაგეგმვის პროცესში. ნაშრომი წარმოადგენს მეთოდოლოგიურ საფუძველს ავტორის შემდგომი. კვლევისათვის, რომლის სამიზნე არეალი იქნება სამეგრელოს რეგიონი, როგორც ლანდშაფტური დაგეგმარების კუთხით აქტუალური ტერიტორია.

საკვანძო სიტყვები:
მდგრადი განვითარება, ლანდშაფტური დაგეგმარება, სივრცითი მართვა
გამოქვეყნებული: დეკ 23, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები