ეკოლოგიური ტურიზმი, როგორც ტერიტორიების მდგრადი განვითარების ინსტრუმენტი
Main Article Content
ანოტაცია
მდგრადი განვითარების პროცესში, ტურიზმის განვითარება მოიცავს ეკოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ ასპექტებს; გრძელვადიანი მდგრადობის მისაღწევად კი საჭიროა სამივე მიმართულების ბალანსირება.
ტურიზმისა და გეოგრაფიული გარემოს მდგრადი განვითარებისთვის ყურადღება უნდა გამახვილდეს ეკოლოგიურ და შემეცნებით (საგანმანათლებლო, სამეცნიერო, სათავგადასავლო, საფეხმავლო და სხვ.) ტურიზმზე, რაც ბუნებრივი თუ ისტორიულ-კულტურული ფასეულობების შენარჩუნების წინაპირობა გახდება. ცნობილია, რომ სტიქიურად განვითარებული ტურიზმი ბუნებ- რივი გარემოს დეგრადაციის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია.
ეკოტურიზმი სრულად შეესაბამება მდგრადი განვითარების კონცეფციას. სტატიაში ეკოტურიზმის მნიშვნელობა განხილულია, როგორც ტერიტორიების მდგრადი განვითარების ინსტრუმენტი. აგრეთვე, წარმოდგენილია ეკოტურისტების მიერ ტერიტორიების გამოყენების გამტარუნარიანობა. ტერიტორიის რეკრეაციული შესაძლებლობების გამოთვლით, შესაძლებელი ხდება ვიზიტორთა იმ რაოდენობის დადგენა, რომელიც უსაფრთხოა დაცული ტერიტორიებისათვის. ტურისტული ობიექტების რეკრეაციული შესაძლებლობების გაანგარიშება, რესურსების გამოყენების მართვის და სისტემის ინფრასტრუქტურული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის საშუალებას იძლევა. რეკრეაციული შესაძლებლობების ინდიკატორები, აგრეთვე, ასახავს ობიექტის რაოდენობრივად გამოხატულ უნარს, უზრუნველყოს ადამიანის ფსიქო-ფიზიოლოგიური კომფორტი.