ბუნებრივი კატასტროფების სახეები და მათი გეოგრაფიული თავისებურებანი
Main Article Content
ანოტაცია
ბუნებრივი კატასტროფების რისკი მჭიდროდ უკავშირდება საზოგადოების განვითარების პროცესებს. მსოფლიო მოსახლეობის ¾ ცხოვრობს ისეთ ტერიტორიებზე, სადაც პერიოდულად ვაწყდებით მიწისძვრებს, წყალდიდობებს, გვალვებს და სხვა მრავალ ბუნებრივ კატასტროფას (მიწისძვრები და ბუნებრივი კატასტროფები, 2019). მსოფლიოში შენიშნავენ ბუნებრივი კატას ტროფების ტენდენციის ზრდას, რასაც რიგი ფაქტორები განაპირობებს: კლიმატის გლობალური ცვლილება, მოსახლეობის ზრდის სწრაფი ტემპი, ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის გაუარესე ბა, ტექნოგენური დატვირთვები და ა.შ.
როგორც ცნობილია, მთები გამოირჩევა მაღალი რისკით და ხასიათდება არამდგრადი ბუნებრივი გარემოთი, სადაც მყისიერად ფიქსირდება გარემოში მიმდინარე ნებისმიერი პროცესი და ექსტრემალურ ბუნებრივ მოვლენათა შედეგები. საქართველოს ტერიტორიის ფართობის 54% მთებს უკავია. ეს ხელს უწყობს როგორც ბუნებრივი კატასტროფების რისკის დონის, ისე უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების ზრდას.
სტატიაში განხილულია ბუნებრივი კატასტროფების სახეები და მათი გეოგრაფიული თავ ისებურებანი, ბუნებრივი ზემოქმედების ფორმები, ასევე - ძირითადი სტიქიური მოვლენების მასშტაბები, საქართველოში განვითარებული სტიქიური პროცესები და ზოგი მათგანის გამ ომწვევი მიზეზები, კვლევის პერსპექტივები და გეოგრაფიის როლი ამ პრობლემის პრევენციაში.