ადინისტრაციული რაიონის ტურისტული პოტენციალის ინტერდისციპლინური კვლევის გეოგრაფიული თავისებურებანი (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მაგალითზე)
Main Article Content
ანოტაცია
საქართველოში უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ტურიზმი ყველაზე სწრაფად მზარდ მიმართულებად და ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან დარგად ჩამოყალიბდა. ყოველ წლიურად იზრდება ტურისტთა ნაკადებიც და მათი მოთხოვნილებებიც. ტურიზმის ახალ მიმართულებათა შორის პოპულარობით სარგებლობს ბუნებრივი გარემოს ის ელემენტები, რომლებიც გამოირჩევა უნიკალობით და მიმზიდველობით.
სტატიაში განხილულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ტურისტული პოტენციალის ინტერდისციპლინური კვლევის შედეგადად გამოვლენილი ის ტურისტულ-რეკრეაციული რეს ურსები, რომელთა გამოვლენაც, შესწავლაც და დაგეგმარებაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გეოგრაფიულ-ტურისტული კვლევა მუნიციპალ იტეტისთვის სიახლეა. კვლევისას კომპლექსურად შეფასდა როგორც ტურიზმის სექტორი, ისე გეოგრაფიული კომპონენტები: ლანდშაფტი, ჰიდროლოგია, ჰავა, კლიმატი და ა.შ.