საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობა და ბუნებათსარგებლობასთან დაკავშირებული პრობლემები
Main Article Content
ანოტაცია
კაცობრიობის არსებობის მანძილზე ადამიანის სოციალურ-ეკონომიკურმა საქმიანობამ უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ბუნებრივ გარემოზე. შედეგები ხშირ შემთხვევაში კატასტროფულია და არსებულთან ერთად სამომავლო საფრთხეებითაც გვემუქრება. აქედან გამომდინარე, გაჩნდა მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და რაციონალური ბუნებათსარგებლობის აუცილებლობა, საჭირო გახდა დაცული ტერიტორიების გაფართოება და ერთიანი ქსელის ფორმირება, ეკოლოგიურად ორიენტირებული ტერიტორიული (ლანდ-შაფტური) დაგეგმარება და სხვ. მსგავსი ღონისძიებები ხორციელდება მკაცრად განსაზღვრულ სამართლებრივ ჩარჩოებში, როცა თითოეული პუნქტი ეფუძნება ფართომას-შტაბიან კომპლექსურ კვლევათა შედეგებს. ხშირად კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებთან შეუსაბამო პროცესები ვითარდება ჩვენ ირგვლივ, რაც ბუნებრივი გარემოსა და რესურსების არარაციონალურ გამოყენებას უკავშირდება. მსგავსი პროცესების აღკვეთა და რეგულირება თანამედროვე გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
სტატიაში განხილულია საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის განვითარების ეტაპები და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა ამ მიმართულებით. წარმოჩენილია ის ძირითადი ლოკალური პრობლემატიკა, რომელიც უკავშირდება ბიომრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების განვითარების საკანონმდებლო უზრუნველყოფას.