გეოგრაფიისსაუნივერსიტეტოგანათლებისთავისებურებანი, ტენდენციებიდაგამოწვევები
Main Article Content
ანოტაცია
საქართველოში გეოგრაფიის საუნივერსიტეტო განათლება ახალი გამოწვევების წინაშე დგას. მათი გარკვეული ნაწილი უკავშირდება როგორც არსებულ ვითარებას, ისე წარსულის გადმონაშ თებსა და ტრადიციებს. საერთაშორისო გამოცდილებისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების ინტე რესების გაუთვალისწინებლად გეოგრაფიული მეცნიერება, შესაძლოა, „თამაშგარე“ მდგომარეო ბაში აღმოჩნდეს და მისი გამოყენების სფერო სასკოლო განათლებით შემოიფარგლოს.
ვითარება, უპირველეს ყოვლისა, საუნივერსიტეტო გეოგრაფიული განათლების მოდერ ნიზაციით უნდა გამოსწორდეს, რაც, თავის მხრივ, სტიმულს მისცემს სამეცნიერო და პრაქ ტიკული ინტერესების გაღვივებას. ამისათვის აუცილებელია გეოგრაფიის საუნივერსიტეტო სწავ ლების საერთაშორისო გამოცდილებისა და ტენდენციების გათვალისწინება. ეს ეხება სწავლების სამივე საფეხურს: ბაკალავრიატს, მაგისტრატურას და დოქტორანტურას.
სტატიაში განხილულია მსოფლიოს არაერთ განვითარებულ ქვეყანაში (აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ბელგია, შვედეთი, იაპონია, ნიდერლანდები და სხვ.) გეოგრაფიის საუნივერ სიტეტო სწავლების თავისებურებანი, მისი განვითარების მიმართულებები და ტენდენციები. კვ ლევის შედეგები 2018 წელს მოხსენდა თსუ საფაკულტეტო კონფერენციას, თუმცა მას შემდეგ დღემდე გეოგრაფიის საუნივერსიტეტო სწავლებაში პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა.