ღვინის ტურიზმის განვითარების პერსპექტივები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში

Main Article Content

თეონა ქობალია
სანდრო გოგოლაძე

ანოტაცია

უკანასკნელი 2 წელზე მეტი ხნის მანძილზე არსებული Covid-19-ის პანდემიის უარყოფითი შედეგების მიუხედავად, რომელმაც პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა ტურიზმის სექტორზე, ჩაიკეტა სახელმწიფოთა საზღვრები და ფიზიკურად ვერ ხდებოდა ტურისტთა ნაკადების მიმოსვლა, იგი კვლავაც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკის დარგად მსოფლიოში. გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც ტურიზმი ზრდის ტენდენციით ხასიათდება და ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგად ითვლება, მიუხედავად არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევისა.


ტურიზმი არაერთ სახეობას აერთიანებს, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ღვინის ტურიზმი, რომელიც ძალზედ პოპულარული ტურიზმის სახეობაა თანამედროვე მსოფლიოში. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) განმარტებით: „ღვინის ტურიზმი (ენოტურიზმი) არის გასტრონომიული ტურიზმის ქვესახეობა, რომლის მიზანია ვენახების, ღვინის ქარხნების მონახულება, ღვინის დეგუსტაცია, მოხმარება და/ან შეძენა მისი წარმოშობის ადგილთან ან მის სიახლოვეს“ (https://www.unwto.org/gastronomy-wine-tourism).


სტატიაში განხილულია ტურიზმის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულება – ღვინის ტურიზმი, მისი არსი და განვითარების პერსპექტივები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

საკვანძო სიტყვები:
მევენახეობა, ტურისტული ინდუსტრია, გასტრონომიული ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, ენოტურიზმი
გამოქვეყნებული: დეკ 5, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები