ევროპის მთიანი რეგიონების ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების გამოყენების ზოგიერთი თავისებურება (იტალიის და ავსტრიის მაგალითზე)
Main Article Content
ანოტაცია
მაღალმთიან რეგიონებში არსებული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის ყველაზე სწრაფ და უნივერსალურ საშუალებად სამთო ტურიზმის განვითარება მიიჩნევა. ტურიზმის სწორედ ამ მიმართულებას აქვს შესაძლებლობა, რომ გახდეს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში არსებული გამოწვევების გადაჭრის ერთ-ერთი საშუალება, რაც ზრდის ქვეყნის განვითარებაში მის მნიშვნელობას.
უკანასკნელ წლებში საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ტურიზმი სახელდება. ყოველწლიურად იზრდება ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების გამოყენების, შესწავლის, შეფასების, წარმოჩენისა და მართვის მნიშვნელობა. თუმცა აღნიშნული რესურსების კომპლექსური, სივრცე-დროითი თავისებურებების კვლევა მოითხოვს არაერთი სამეცნიერო დისციპლინის ინტეგრაციას. ამგვარ პროცესში განსაკუთრებული როლი გეოგრაფიულ მეცნირებას ეკუთვნის, რომელსაც შეუძლია გამოავლინოს ტურიზმის განვითარების სივრცე-დროითი თავისებურებანი მსოფლიოს არაერთ მთიან რეგიონში.
სტატიაში განხილულია ევროპის მთიან რეგიონებში ტურიზმის განვითარების ძირითადი მიმართულებები და ტენდენციები. განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება იტალიის და ავსტრიის გამოცდილებაზე.