ადამიანის ეკოლოგია და ბუნებრივი გარემოს ელემენტების რეკრეაციული შეფასების ზოგიერთი აქტუალური საკითხი (საქართველოს მაგალითზე)

Main Article Content

რუსუდან ელიზბარაშვილი

ანოტაცია

ტერიტორიის რეკრეაციული მიმზიდველობა უკავშირდება რეკრეაციულ პოტენციალს (რეკრეაციულ რესურსებს), მისი გამოყენების თავისებურებებს, ბუნებრივ და ისტორიულ, კულტურულ და სოციალურ-ეკონომიკურ გარემოს, ადამიანის ეკოლოგიას და სხვ.


რეკრეაციული პოტენციალის შეფასება ათეულობით საკითხის და ობიექტის კვლევას მოითხოვს, რაც საკმაოდ რთული სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის ამოცანაა. ამგვარი შეფასების საყოველთაოდ მიღებული კრიტერიუმები არ არსებობს, რის გამოც რთულდება ბუნებრივი, ისტორიულ-კულტურული თუ სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების ინტეგრირებული განხილვა. ეს განსაკუთრებით ეხება ლოკალური მნიშვნელობის რეკრეაციულ ობიექტს ან ადგილს, რასაც ვერ ვიტყვით ქვეყნის ან მსხვილი რეგიონის შემთხვევაზე. ამა თუ იმ ქვეყნის რეკრეაციული პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობებზე, გარკვეულწილად, მეტყველებს რეკრეანტთა რაოდენობის დინამიკა და საბიუჯეტო შემოსავლები, რაც უკავშირდება ქვეყნის ბიოლოგიურ და ლანდშაფტურ, ისტორიულ და კულტურულ მრავალფეროვნებას, მის ტერიტორიულ სიდიდეს, კვების და ხალხური რეწვის ტრადიციებს, ეთნოგეოგრაფიულ თავისებურებებს, რეკრეაციული პერიოდის ხანგრძლივობას, მრავალფეროვნებას და ა.შ. ამგვარი მახასიათებლები იზღუდება ლოკალური რეკრეაციული ტერიტორიის ან კურორტის შემთხვევაში, თუმცა ზოგიერთი მათგანი (განსაკუთრებით ბუნებრივი მრავალფეროვნება) უფრო მაღალი დეტალიზაციით შეიძლება იქნას წარმოდგენილი და განხილული.


ტერიტორიის რეკრეაციული მიმზიდველობა, ასევე, უკავშირდება ადამიანის ეკოლოგიას (Marten, 2001, Knapp, 2007, Zummerer, 2013) და პერცეფციას (Epstein W., Jolyon West Louis, Dember William. 2023), ლანდშაფტს და მის მიმზიდველობას (Erikstad, 2015, Li Deng, 2020, Groot, 2003, Franch-Pardo, 2017, Tongway, 2009, Elizbarashvili, atc. 2022), ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონეს, სამედიცინო კადრების კვალიფიკაციას, მეურნეობის განვითარების დონეს და მიმართულებებს, რეკრეანტთა და ადგილობრივი მოსახლეობის თანაფარდობას, ინფრასტრუქტურას, სატრანსპორტო კომუნიკაციების ხელმისაწვდომობას და სხვ. ამგვარი მახასიათებლების მიხედვით, საქართველოს რეკრეაციული პოტენციალი, განსაკუთრებით კი საკურორტო მეუნეობა, პრაქტიკულად არ შესწავლილა.

საკვანძო სიტყვები:
ადამიანის ეკოლოგია, გეოგრაფიული გარემო, რეკრეაციული შეფასება, ლანდშაფტი, ტრადიციები
გამოქვეყნებული: დეკ 5, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები