ჯულიან სტუარდის კულტურული ეკოლოგიის თეორია და ხევსურეთის კულტურული ლანდშაფტი
Main Article Content
ანოტაცია
კარლ ზაუერის ერთი შეხედვით მარტივი ფორმულა: ბუნებას + კულტურა = კულტურულ ლანდშაფტს, სიღრმეებში შესვლისას ბევრ კითხვას აჩენს. ერთ-ერთი ეხება გარემოზე კულტურის, ადამიანის ზეგავლენის ხარისხს. კულტურული ლანდშაფტის იუნესკოს კატეგორიის მიხედვით, იგი უკავშირდება ბუნების და ადამიანის ჰარმონიული თანაარსებობის ხარისხს. ჩვენი აზრით, ადამიანის და ბუნების ჰარმონიული თანაარსებობა ყველაზე უკეთ ჩანს მთიანი რეგიონების ლანდშაფტების შემთხვევაში.
ნაშრომში განხილულია ის მახასიათებლები, რაც უნდა გააჩნდეს კულტურულ ლანდშაფტს. იგი გააზრებულია ჯულიან სტუარდის კულტურული ეკოლოგიის პრიზმაში. აქცენტი, ასევე, გაკეთებულია ხევსურეთის კულტურულ ლანდშაფტზე, როგორც ადამიანის და ბუნების ჰარმონიული თანაარსებობის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშზე საქართველოს მთიან რეგიონებში.
საკვანძო სიტყვები:
ჯულიან სტუარდი, მთიანი რეგიონი, ეკოლოგია, კულტურული ლანდშაფტი, გარემო
გამოქვეყნებული:
დეკ 5, 2025
Article Details
გამოცემა
სექცია
სტატიები
PKPApplication::getCCLicenseBadge(https://creativecommons.org/licenses/by-nc/4.0)