გარემოზე ბიოგენური ზემოქმედების ფორმები

Main Article Content

გელა სანდოძე
სანდრო გოგოლაძე

ანოტაცია

გარემოზე ზემოქმედების ბუნებრივი ფორმები, ძირითადად, ექსტრემალურ და კატასტროფულ მოვლენებს უკავშირდება. იგი იყოფა რამდენიმე ჯგუფად. სტატიაში საუბარია ბიოგენურ ზემოქმედებაზე. ბიოგენური ზემოქმედების ფორმებიდან აღსანიშნავია მავნებლების გამრავლება, მცე- ნარეთა ავადმყოფობა და ტყის ხანძრები. ეს ფორმები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალურია.


ტყის ხანძრების პრობლემატიკა და აქტუალურობა მსოფლიოში თითქმის ყოველ წელს გხვდება. ეს საკითხი, ასევე, არანაკლებ პრობლემატურია ისეთი ტყიანი და მთაგორიანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. საქართველოს ტყით დაფარული ტერიტორია დაახლოებით 40 %-ს შეადგენს.


სტატიაში განხილულია ბიოგენური ზემოქმედების შედეგები, ასევე, გავრცელების არეალები და გამომწვევი მიზეზები. კვლევის მიზანს, ასევე, წარმოადგენდა თუ რამდენად არის აღნიშნული ფორმა განხილული სხვადასხვა სამეურნეო საქმიანობების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშებში (გზშ). როგორც შედეგებმა დაგვანახა, აღნიშნული ფორმა საჭიროებს ყურადღებას და ფართო კვლევებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში. ასევე, გამოჩნდა, რომ იგი არ არის განხილული სხვადასხვა გზშ-ის ანგარიშებში.

საკვანძო სიტყვები:
ბიოგენური ზემოქმედება, ტყის ხანძრები, მავნებლების გამრავლება, მცენარეთა ავადმყოფობა
გამოქვეყნებული: დეკ 5, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები