მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის თანამედროვე პროცესები საქართველოს რეგიონებში
Main Article Content
ანოტაცია
დემოგრაფიული განვითარების თვალსაზრისით, საქართველოს რეგიონები მეტ-ნაკლებად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რაც, მნიშვნელოვანწილად, შობადობის, მოკვდაობის, მიგრაციული პროცესების, ეროვნული და ასაკობრივ-სქესობრივი შემადგენლობითაა განპირობებული. მიუხედავად არსებული განსხვავებებისა, რეგიონებში მიმდინარე დემოგრაფიული პროცესები, ძირითადად, გლობალური დემოგრაფიული პროცესების მსგავსად ვითარდება. აღნიშნული გულისხმობს შობადობის კლებისა და მოკვდაობის მატების შედეგად, მოსახლეობის ბუნებრივი მატების თანდათანობით ნულოვან ნიშნულთან დაახლოებას (რიგ შემთხვევებში, მოკვდაობის დონემ შესაძლებელია გადააჭარბოს კიდეც შობადობის დონეს).
საანალიზო დროის მონაკვეთში (2014-2023 წწ.), საქართველოს მოსახლეობა მცირედ (19,4 ათასით) გაიზარდა. აღნიშნული ფაქტი ქვეყნის რეგიონებისათვის არ იყო ერთმნიშვნელოვანი, მათ უმეტესობაში მოსახლეობის რაოდენობის კლება დაფიქსირდა. 2014-2022 წწ. ყველა რეგიონში შემცირდა შობადობის, ხოლო მათ უმრავლესობაში გაიზარდა მოკვდაობის ზოგადი კოეფიციენტი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის მონაცემებით, ყველა რეგიონში მოსახლეობის ბუნებრივი მატება უარყოფითი იყო.
პროგნოზული გაანგარიშებით, მოსახლეობის 2022 წლის საერთო მატების დონის მნიშვნელობიდან გამომდინარე, 2027 წლისათვის მოსახლეობის რაოდენობის მატება მოსალოდნელია თბილისში, აჭარაში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში და ქვემო ქართლში.