კლიმატის ცვლილება და მთიანი რეგიონების ზოგიერთი გეოგრაფიული პრობლემა

Main Article Content

გიგა პეტრიაშვილი

ანოტაცია

მთის ლანდშაფტი სპეციფიკური ლანდშაფტის ტიპს განეკუთვნება. ხშირად მთებს მოიხსენიებენ, როგორც „წყლის კოშკებს“ (Mountains of the world. 2007). მასში მტკნარი წყლის დიდი რაოდენობა და მაღალი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი მოიაზრება. სტატისტიკურად 10-დან 1 ადამიანი მთიან რეგიონში ცხოვრობს. მთიანი ტერიტორიები მკაცრი კლიმატური პირობებით, ჰუმუსის მწირი რაოდენობითა და სუსტად განვითარებული ინფრასტრუქტურით გამოირჩევა, თუმცა არსებობს ისეთი მთიანი რეგიონებიც, რომლებიც ადამიანისთვის კომფორტულ და მიმზიდველ გარემოდ ითვლება.


სტატიაში განხილულია მთიანი რეგიონების ზოგიერთი გეოგრაფიული თავისებურება, კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა მთიან რეგიონებზე, მდგრადი განვითარების პრობლემები და ე.წ „მდგრადი მთები“.

საკვანძო სიტყვები:
კლიმატის ცვლილება, მთიანი რეგიონები, გეოგრაფიული პრობლემა
გამოქვეყნებული: დეკ 5, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები