აჭარის ფლორის და მცენარეულობის ფორმირებისა და განვითარების ისტორიული ასპექტები
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში წარმოდგენილია აჭარის თანამედროვე ფლორის და მცენარეულობის ფორმირების და განვითარების ისტორიული ასპექტები, რომლებიც ეყრდნობა გასული საუკუნის ცალკეულ მკვლევართა მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების ანალიზს. დაახლოებით 15-20 მილიონი წლის წინ გლობალურმა გამყინვარებამ მერქნიანი მცენარეების სამხრეთით გადაადგილება გამოიწვია და გადარჩნენ იქ, სადაც კლიმატი შედარებით თბილი და ნოტიო იყო – ე.წ. რეფუგიუმებში. ერთ-ერთ ასეთ რეფუგიუმს კოლხეთი წარმოადგენს, რომელიც გეოგრაფიულად შავი ზღვის აუზის აღმოსავლეთ მონაკვეთს მოიცავს, მრავალი რელიქტური მერქნიანი და ბალახოვანი სახეობის თავშესაფრად იქცა. აჭარის ფლორისტული რეგიონი კოლხეთის რეფუგიუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რომლის ოროგრაფიული პირობების თავისებურებებმა, ზღვისპირა დაბლობების და აჭარა-იმერეთის მთათა სისტემების გავლენამ თბილი და ნოტიო კლიმატის შენარჩუნებაზე, ზემოქმედება მოახდინეს ადგილობრივი ფლორის და მცენარეულობის მრავალფეროვნების გამორჩეულად მაღალი მახასიათებლების ფორმირებაზე.