ღვინის დაძველების ახალი ტექნოლოგიები, როგორც ღვინის ტურისტთა ინტერესის საგანი

Main Article Content

ინეზა ვაწაძე
მაია ხეჩიკაშვილი
მანანა ალადაშვილი

ანოტაცია

ღვინის ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემატური ტურისტული მიმართულებაა ღვინის მწარმოებელ ქვეყნებში. ღვინის ტურიზმის ბაზარი მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის ტურისტულ მარშრუტს, პოპულარულ მასობრივ საექსკურსიო და კორპორატიულ პროგრამებს, ღვინის თემატურ ტურებს მცირე ჯგუფებისთვის და, ასევე, ინდივიდუალურ ტურებს. ბოლო წლებში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა შერეულმა ტურებმა.


ღვინის ტურიზმი საქართველოში უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ვითარდება, რაზეც მეტყველებს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა, მარნების მომრავლება და ტურისტული კომპანიების მიერ უფრო და უფრო მეტი ღვინის ტურების ორგანიზება.


ღვინის ტურიზმის განსაკუთრებულობა გამოიხატება მის კომპლექსურობაში: ღვინოსთან ერთად ეცნობი ისტორიას, კულტურას, ხალხს, ვენახებს, მარანს, ტრადიციულ საკვებს, გაიცნობ იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ღვინო დაწურეს. ასევე, ღვინის ტურიზმის საშუალებით ხდება ტურისტული ნაკადების ქალაქებიდან რეგიონებში გადანაწილება, რათა არ მოხდეს ერთდროულად ერთ სივრცეში ბევრი ტურისტის თავმოყრა.


ღვინის ტურიზმი, მისი განვითარება და მარკეტინგი ახალ შეთავაზებას წარმოადგენს ტურისტულ ბაზარზე. უნდა აღინიშნოს, რომ ერთიანი მიდგომა ღვინის ტურიზმის განვითარების- თვის არ არსებობს. მარკეტინგული კუთხიდან ღვინის ტურიზმი მოიცავს არსებული და პოტენ- ციური მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირებას. ღვინის ტურიზმი აერთიანებს მომხმარ- ებლებს, რომელთა მოტივაციაა მიიღონ ახალი გამოცდილება, იმოგზაურონ და გაეცნონ სიახლეებს. სწორედ ამიტომ, ის ადამიანები, რომლებიც ამ საკითხით არიან დაინტერესებულები, ატარებენ ცდებს და ახალ მიგნებებს ეძებენ.


სტატიაში განხილულია ღვინის დაძველების ტრადიციული მეთოდები. ღვინის ხარისხის მაქსიმალურად გამოვლინების საქმეში დაძველებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ღვინის ხარისხის გაუარესება ხშირად ღვინის არასწორ შენახვას უკავშირდება. ღვინის სწორად შენახვაზე დამოკიდებულია როგორც თავად ღვინის ხარისხი, ისე ისიც, თუ რამდენ ხანს გაძლებს და დაძველდება ესა თუ ის ღვინო.


სტატიაში საუბარია კოსმოსში დაძველებული ღვინის ექსპერიმენტზე, რომელიც 2019 წლის ნოემბერში განხორციელდა. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ, მეცნიერების და დეგუსტატორების ჯგუფმა დააგემოვნა კოსმოსში დაძველებული ღვინო და დაასკვნა, რომ ღვინო კოსმოს- ში უფრო სწრაფად ძველდება, ვიდრე დედამიწაზე.


სტატიაში, ასევე, საუბარია ზღვაში დაძველებული ღვინის ექსპერიმენტზე. მართალია, ეს მეთოდი საქართველოში არ არის განვითარებული, თუმცა ევროპელი მეღვინეები ზღვაში ღვინის დაძველების მეთოდს უკვე რამდენიმე წელია იყენებენ და მოთხოვნაც დიდია. ღვინო ჩამოსხმულია სპეციალურად დამზადებულ თიხის ამფორებში, რომელსაც ზღვაში მოლუსკები ეკიდება და მისტიკურ შეფერილობასაც აძლევენ. გასულ წელს აუქციონზე სწორედ მოლუსკებით დაფარული ამფორა გაიყიდა. აღნიშნული მეთოდი მნიშვნელოვანია დაივინგის მოყვარული ტურისტების მოსაზიდადაც.


აქვე განხილულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ახალი ტურისტული ლოკაციის „თეთრა მღვიმის“ ინოვაციური მომსახურების შესახებ, რომელიც მღვიმეში დაძველებულ ღვინის დეგუსტაციას სთავაზობს ტურისტებს.


ამ ექსპერიმენტმა შესაძლოა მეტი დაინტერესება გამოიწვიოს როგორც ღვინის ტურიზმის მოყვარულ ტურისტებში, ასევე სარგებელი მოუტანოს მეღვინეობასაც: შესაძლოა აღმოვაჩინოთ რაღაც, რაც ხმელეთზეც, ჩვეულებრივ, ტრადიციულ პირობებშიც, გახდის შესაძლებელს ღვინის დავარგების პროცესის დაჩქარებას.


სტატიაში მოცემულია, რომ ღვინის ტურიზმის ალტერნატიული მიმართულებები დაეხმარება ღვინის ტურისტებს ახალი გამოცდილების მიღებაში, რასაც დიდი მნიშვნელობა ექნება ტურისტული ნაკადების მოზიდვასა და ეკონომიკური სარგებლის მიღებაში.

საკვანძო სიტყვები:
ღვინის ტურიზმი, ღვინის ხარისხი, ექსპერიმენტი, წყალქვეშა მეღვინეობა, სპელეომარანი
გამოქვეყნებული: დეკ 5, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები