მდგრადი განვითარების მიზნებისა და „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ დანერგვა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში – რეგულაციები და მზაობა
Main Article Content
ანოტაცია
ქვეყნების უმეტესობა, რომლებიც მიჰყვებიან საერთაშორისო ვალდებულებებს, იღებენ პოლიტიკას, რათა უზრუნველყონ მდგრადობა მათ კანონმდებლობასა და საგანმანათლებლო პროგრამებში, მხარს უჭერენ მასწავლებლებსა და საგანმანათლებლო საზოგადოებას მათი სწავლების პრაქტიკის გარდაქმნაში.
საქართველოს განათლების ერთიანი სტრატეგია, ასევე, ეროვნული სასწავლო გეგმა და ზოგადი განათლების მიზნები ერთგვარად ასახავს ამ ნიმუშს, მაგრამ, ძირითადად, არ არის მხარდაჭერილი კონკრეტული ქმედებებით, საგანმანათლებლო რესურსების განვითარებით. ასევე, დაბალი რჩება პედაგოგების შესაძლებლობები და კომპეტენციები.
სტატიაში განხილულია მასწავლებლების მზადყოფნა, განახორციელონ მდგრადობის მიდგომა მათ სკოლებში. ასევე, როგორია განხორციელების დონე. როგორც მასწავლებელთა გამოკითხვა აჩვენებს, სკოლების 35%-ში არის პირველი ნიშნები, ხოლო დანარჩენ 35%-ში განხორციელება მნიშვნელოვანია, მაშინ როცა არ არსებობს სკოლა, სადაც ერთიანი ინსტიტუციური მიდგომაა.
„განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ შეიძლება დაინერგოს სკოლებში, რადგან მას შეუძლია გაამდიდროს გაკვეთილები, სკოლის შემდეგ შეიძლება მოეწყოს აქტივობები გარკვეული საერთაშორისო დღეების მიხედვით თითოეული მიზნისთვის. იმ დღეებში სკოლებმა უნდა ჩაატარონ გაკვეთილები შესაბამის თემაზე თითქმის ყველა საგანში, ან დაგეგმონ და განახორციელონ კონკრეტული პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ზუსტ მიზანს. ამრიგად, სკოლებს შეეძლებათ მდგრადობის დანერგვა თითქმის ყველა საგანში, ფორმალურ და არაფორმალურ ინსტრუქციებში.