მთიანი რეგიონების ტურიზმის მდგრადი განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები (შვეიცარიის იურის კანტონის მაგალითზე)

Main Article Content

გელა სანდოძე
ლადო გრიგოლია
ირინე ჯავახიშვილი

ანოტაცია

ტურიზმი სოციალურ-კულტურული ფენომენია, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. ტურიზმის ინდუსტრია ქმნის სამუშაო ადგილებს, ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას, აძლიერებს სოციალურ ინტერაქციას კულტურათა შორის, და ა.შ. თანამედროვე მსოფლიოსთვის ტურიზმის მდგრადი განვითარება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ტურიზმის განვითარებას თან ახლავს სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური ზემოქმედების ფორმები (როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი), რაც ტურიზმის წარმოების მასშტაბთან ერთად, დღითიდღე იზრდება.


ნაშრომში განხილულია ტურიზმის მდგრადი განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები იურის (შვეიცარია) კანტონის მაგალითზე. გამოკვეთილია ის კონფლიქტები, რომლებიც დაკავშირებულია უშუალოდ გარემოზე ტურიზმის ზეგავლენასთან.

საკვანძო სიტყვები:
მთიანი ტერიტორია, ტურიზმი, მდგრადი განვითარება, გარემო, ეკონომიკა
გამოქვეყნებული: დეკ 5, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები