ევროპის ლანდშაფტური კონვენცია და მისი სამართლებრივი უზრუნველყოფა ქართულ კანონმდებლობაში

Main Article Content

ირინე ჯავახიშვილი

ანოტაცია

თანამედროვე სამყაროში მდგრადი განვითარების მიღწევა ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ამ მიზნის შესრულება ლანდშაფტების დაცვისა და მართვის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, სულ უფრო აქტუალური ხდება ამ საკითხების განხილვა, რაც ევროპის ლანდშაფტური კონვენციის შემუშავებამ კიდევ უფრო აქტუალური და მრავალმნიშვნელოვანი გახადა. ევროპის რიგ ქვეყნებში აქტიურად მიმდინარეობს კონვენციის მიზნების განხორციელების პროცესი, ვინაიდან აღიარებულია, რომ ლანდშაფტების დაგეგმარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა მდგრადი განვითარების მისაღწევად.


ევროპის ლანდშაფტური კონვენცია წარმოადგენს საკონონმდებლო საფუძველს ლანდშაფტურ დაგეგმარებაში. იგი არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება მდგრადი განვითარების პრინციპებს და სრულიად ახლებურად წარმოაჩენს ლანდშაფტის არსს (The European Landscape Convention: a revolution in thinking about ‘cultural landscapes, 2007).


კონვენციას ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს წევრმა 40-მა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეასრულოს კონვენციით ნაკისრი ვალდებულება. ასევე, არსებითია, რომ კონვენციის მიზნების განსახორციელებლად, შესწავლილ იქნას გეოგრაფიული მეთოდოლოგიის საფუძვლები. ჩვენი ქვეყნისთვის ორმაგად საპასუხისმგებლოა დოკუმენტით აღებული ვალდებულების შესრულება, ვინაიდან 2014 წელს ევროკავშირთან გაფორმდა ასოცირების ხელშეკრულება. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება გარემოსდაცვით ვალდებულებას და საერთაშორისო დოკუმენტებით აღებული პასუხისმგებლობის შესრულების აუცილებლობას.

საკვანძო სიტყვები:
საქართველო, ლანდშაფტური კონვენცია, კანონმდებლობა, ინტეგრაცია
გამოქვეყნებული: დეკ 5, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები