სამეგრელო-ზემო სვანეთის ბუნებრივი რესურსების გეოგრაფიული თავისებურებები, ეკონომიკური პოტენციალი და გამოწვევები

Main Article Content

ლადო გრიგოლია
სულიკო ძაგნიძე

ანოტაცია

ცოცხალ ორგანიზმებს არსებობისთვის სხვადასხვა სახის რესურსი სჭირდებათ, მათი უმრავლესობა ბუნებაში უშუალო სახით გვევლინება, ნაწილი კი სასურველ პროდუქტად შემდგომში გარდაიქმნება. რესურსები, რომლებიც ბუნებრივი გარემოს შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ, ბუნებრივი რესურსები ეწოდებათ. სწორედ ისინი უზრუნველყოფენ ბუნებაში ჩვენთვის ნაცნობი სიცოცხლის ფორმებისა და ეკოსისტემების არსებობას. ბუნებრივი რესურსების კლასიფიკაციის რამდენიმე მეთოდი არსებობს. მათი კლასიფიცირების ყველაზე გავრცელებული სახეებია წარმოშობისა და აღდგენის უნარის მიხედვით დაყოფა. წარმოშობის მიხედვით ბუნებრივი რესურსები ორ ჯგუფად იყოფა: ბიოტური – ორგანული მასალისაგან მიღებული (ბიომრავალფეროვნებისგან მიღებული პროდუქტები) და აბიოტური – არაორგანუ-ლი მასალისაგან მიღებული (ნიადაგი, წყალი, ჰაერი, ფერადი ლითონი და სხვა). ბუნებრივ რესურსებს ასევე ყოფენ განახლებად და არაგანახლებად ტიპებად. დღესდღეობით კაცობრიობის მიერ ბუნებრივი რესურსის ათვისების მასშტაბები კრიტიკულად გაიზარდა, რადგან ბუნებრივ გარემოში არსებულ სულ უფრო მეტ ელემენტს გამოუჩნდა დანიშნულება სხვადასხვა თანამედროვე პროდუქტის წარმოებაში.


სტატიაში განხილულია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ბუნებრივი პირობების რესურსული პოტენციალი. აღწერილია ბუნებრივი რესურსების გავრცელების გეოგრაფიული თავისებურებები და ის გამოწვევები, რომლებიც ამ რესურსების ეფექტურ ათვისებასა და გამოყენებას უკავშირდება.

საკვანძო სიტყვები:
ეკონომიკური პოტენციალი, გეოგრაფიული თავისებურებები, გამოწვევები, ბუნებრივი გარემო
გამოქვეყნებული: დეკ 5, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები