ტურისტული პოტენციალის ტრანსდისციპლინური შეფასება (ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მაგალითზე)

Main Article Content

სანდრო გოგოლაძე

ანოტაცია

საქართველო ტურისტული კუთხით ერთ-ერთი უნიკალური და მიმზიდველი ქვეყანაა, რაზეც მოწმობს ტურისტთა რაოდენობის ყოველწლიური ზრდის სტატისტიკაც. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს გლობალურმა პანდემიამ, რომელიც ახლაც მძვინვარებს, უარყოფითი გავლენა მოახდინა ტურიზმის დარგზე მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც, ტურიზმი მაინც რჩება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად.


კვლევის ობიექტს წარმოადგენს ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, რომელიც გამორჩეულია ბუნებ-რივი და ლანდშაფტური მრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული ძეგლების სიუხვით, შიდა წყლებით, ხელუხელებელი ტყის კორომებით და სხვა. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტში ტუ-რიზმს განვითარების პოტენციალი გააჩნია.


სტატია მომზადებულია საველე კვლევის საფუძველზე, რომელიც გაიმართა 2020 წლის 1-დან 10 აგვისტოს ჩათვლით ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

საკვანძო სიტყვები:
გეოგრაფია, ტურიზმი, ტრანსდისციპლინური კვლევა, ტურისტული პოტენციალი, ხედვის წერტილი
გამოქვეყნებული: დეკ 5, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები