ვაზის კულტურის გავრცელების გეოგრაფიული თავისებურებებიდა ღვინის ტურიზმი საქართველოში
Main Article Content
ანოტაცია
ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ-ეკოლოგიური პირობები, ვაზისთვის გამოსადეგი ფართობების სიუხვე, მიღებული პროდუქციის ნაირსახეობა და მაღალი ხარისხი, აგრეთვე, ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება ფართო პერ-სპექტივას იძლევა მევენახეობის და ხარისხოვანი მეღვინეობის განვითარებისთვის, რაც არსებითი საფუძველია ღვინის ტურიზმის ინდუსტრიისთვის.
საყოველთაოდ აღიარებული შეხედულების მიხედვით, მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის ტურიზმის კონკურენტუნარიანობის უმნიშვნელოვანესი მაჩვენებლებია მევენახეობა-მეღვინეობის ხანგრძლივი, რვაათასწლიანი უწყვეტი ისტორია და „ღვინის ტურიზმის“ სტატუსი, რაც 7 ქვეყნის წამყვანმა სპეციალისტებმა 3-წლიანი კვლევის შემდეგ დაადასტურეს – 525 უნიკალური აბორიგენული ჯიში და ქვევრის ღვინის დაყენე-ბის ტრადიციული მეთოდი, რომელიც იუნესკოს მიერ 2013 წელს აღიარებული იქნა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად.
ღვინის ტურიზმი მჭიდროდ არის დაკავშირებული გასტრონომიულ ტურიზმთან, აგრო და ეკოტურიზმთან, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკისთვის პრიორიტეტულ და მნიშვნელოვან მიმართულებებს წარმოადგენენ. ღვინის ტურიზმს შეუძლია, გადამწყვეტი როლი შეასრულოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გა-უმჯობესებისა და სოფლის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში, ქვეყნის რეგიონულ განვითარებაში, საქართვე-ლოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვაში. ღვინის ტურიზმი კორონა ვირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების გამო დღეს არასახარბიელო მდგომარეობაშია. ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს პანდემიის პერიოდში ღვინის ტურიზმის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციული ბანკის გამ-დიდრება ქვეყნის ცალკეული რეგიონების მიხედვით. არსებულ ეტაპზე გამოსავალი ღვინის შიდა ტუ-რიზმის განვითარებაშია. რასაკვირველია, შიდა ტურიზმი ვერ გახდება საერთაშორისო ტურიზმის სა-პირწონე, მაგრამ ადგილობრივ მცირე წარმოებებს (მარნებს) გარკვეულ შეღავათს მაინც მოუტანს.