საქართველო შობადობის გლობალური პროცესების ფონზე
Main Article Content
ანოტაცია
ნებისმიერი ქვეყნის დემოგრაფიული უსაფრთხოებისათვის შობადობის არსებულ დონეს და მის სამომავლო პერსპექტივებს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია. ნაშრომში განხილულია მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტის – შობადობის დინამიკა გლობალურ მასშტაბში. დემოგრაფიული გადასვლის თეორიის საფუძველზე ნაჩვენებია, რომ შობადობის კლება საყოველთაო მოვლენაა და იგი მომავალში მსოფლიოს ყველა ქვეყანას მოიცავს.
შესაბამისი დემოგრაფიული მაჩვენებლებისა და გაანგარიშებების საფუძველზე, შესწავლილი და გაანალიზებულია პოსტსაბჭოთა საქართველოში შობადობის სფეროში არსებული ვითარება და მისი პერსპექტივები. ანალიზისათვის გამოყენებულია მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შემდგომ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (შემდგომში საქსტატი) მიერ, 1995-2013 წწ. გადაან-გარიშებული მონაცემები.