რეკრეაციული გეოგრაფიის აქტუალური საკითხები (საქართველოს მაგალითზე)

Main Article Content

რუსუდან ელიზბარაშვილი

ანოტაცია

რეკ­რე­­აცია­ და რე­კრე­აციული­ მეუ­რნეო­ბა მჭიდროდაა და­კავ­შირებული­ გეო­გრაფიულ გა­ რემ­ოსთან, რად­გან მისი პოტენ­ციალი მნიშვნელ­ოვან­წილად უკ­ავშირდე­­ბა ტერიტორიის ბუნებრივ მა­ხას­იათებ­ლებს­ და ლან­დშაფტურ მრა­ვალ­ფერ­ოვნე­ბას, მეუ­რნეობის და სოციალური ინფრასტრუქტურის გეო­გრაფიულ თავ­ისებ­ურე­ბებს. ამის გამო, რე­კრე­აციული­ გეო­გრაფ­ია ინტეგ­რაციული ანუ საზ­ოგად­ოებ­რივ-საბ­უნებ­ისმეტ­ყველო გეო­გრაფიის უმნიშვნელ­ოვა­ნესი მიმარ­თულე­ბაა­.


საქარ­­თველოში რე­კრე­აციული­ გეო­გრაფ­ია გან­ვითა­რების საწყის სტად­იაზე­ა­. თუ არ ჩავთვლით რამ­დენ­იმე პუბლიკ­აციას,­ რომელიც ეძღვ­ნე­ბა რე­კრე­აციულ­ რეს­ურსებს, პრაქ­ტიკუ­ლად შეუ­სწავ­ ლელი და შეუ­ფასე­­ბელ­ია რე­კრე­აციული­ რეს­ურსების და რე­კრე­აციული­ მეუ­რნეობის სივრცულ-დროითი თავ­ისებ­ურე­ბანი; ქართულ ენა­ზე არ გამ­ოქვეყ­ნებ­ულა რე­კრე­აციული­ გეო­გრაფიის თეორიული და მეთოდოლოგიური სა­კითხები,­ მისი კვ­ლევის მეთ­ოდები, რე­კრე­აციული­ პოტენ­ ციალის შე­ფასების­ კრ­იტერ­იუმები და სხვ. ამ ვითა­რების გამ­ოსწორე­ბა საშური საქ­მეა და სა­ქარ­ თველოში ტურიზმის გან­ვითა­რების სწრაფ ტემ­პებს უკ­ავშირდე­­ბა. რეკ­რე­აც­იულმა­ გეო­გრაფ­იამ, პრაქ­ტიკული თვალ­საზრისით, შე­საძ­ლე­ბელ­ია დიდი როლი ითა­მაშოს როგორც ტურიზმის, ისე რეკ­რე­აციული­ მეუ­რნეობის სივრცით (ტერიტორიულ) და­გეგ­მარე­ბაში­.


სტატიაში­ განხილული და წარ­მოჩენ­ილია რე­კრე­აციული­ გეო­გრაფიის ადგილი გეო­გრაფიულ მეც­ნიე­რება­თა­ სისტე­მაში, რე­კრე­აციული­ გეო­გრაფიის კვ­ლევის სა­განი (ობიექ­ტები), მიზანი და ძირითადი მიმარ­თულე­ბები, რე­კრე­აციული­ გეო­გრაფიის მნიშვნელ­ოვანი ტერ­მინები, რე­კრე­­ აციული ტერიტორიის ძირითადი ტიპები, რე­კრე­აციული­ გეო­გრაფიის გან­ვითა­რების პერ­სპექ­ ტივები ქართულ გეო­გრაფიულ სკო­ლაში.

გამოქვეყნებული: ნოე 12, 2020

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები