სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების თანმდევი სოციალური და ეკოლოგიური გამოწვევები საქართველოში
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში განხილულია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების სოციალური და ეკოლოგიური ასპექტები საქართველოში. სატრანსპორტო კორიდორების მაგალითზე აღწერილია ძირითადი გამოწვევები და რისკები, რომლებიც თან ახლავს საავტომობილო გზების მშენებლობასა და ექსპლოატაციას, მათშორის: ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედება, ლანდშაფტის ფრაგმენტაცია, ბუნებრივი რესურსების გამოყენება და ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ზემოქმედება.
ნაშრომში, ასევე, ყურადღება გამახვილებულია პროექტების განხორციელების პროცესში ინტეგრირებული მიდგომების აუცილებლობაზე, რომელთა მიზანია ეკონომიკური პროგრესის, სოციალური თანასწორობისა და ეკოლოგიური ბალანსის დაცვა.
აღნიშნული მიდგომა გულისხმობს მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებას და ადგილის გეოგრაფიული თავისებურებების გათვალისწინებას საინჟინრო გადაწყვეტილებების მიღებისას.