კლიმატი და ჯანმრთელობა: საქართველოს გამოწვევები, რისკები და ადაპტაციის სტრატეგიები

Main Article Content

მირანდა გურგენიძე

ანოტაცია

კლიმატური ფაქტორების ცვლილება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გლობალურ გამოწვევას, რომელიც პირდაპირ ან ირიბად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. საქართველოს მრავალფეროვანი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები ქმნის უნიკალურ გარემოს კლიმატისა და ჯანმრთელობის ურთიერთქმედებისშესასწავლად. სტატიაში განხილულია ტემპერატურის ზრდის, ატმოსფერული წნევის ცვალებადობის, ტენიანობის, ულტრაიისფერი გამოსხივებისა და ჰაერის დაბინძურების გავლენა სხვადასხვა ფიზიოლოგიურ სისტემებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ექსტრემალური ამინდის მოვლენების – სიცხის ტალღების, ძლიერი წვიმებისა და გვალვების – ზეგავლენაზე, რომლებიც ზრდიან გულ-სისხლძარღვთა, რესპირატორული და ინფექციური დაავადებების რისკს. ასევე, განიხილება კლიმატური სტრესის ასპექტები, რაც ხელს უწყობსშფოთვითი და დეპრესიული მდგომარეობების გავრცელებას. საქართველოს მაგალითზე წარმოდგენილია ადაპტაციური მექანიზმები და პრევენციული მიდგომები, რომლებიც მიმართულია კლიმატური ფაქტორების ზემოქმედებისშესამცირებლად და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად.

საკვანძო სიტყვები:
კლიმატი, ადამიანის ჯანმრთელობა, კლიმატის გლობალური ცვლილება, კლიმატური ფაქტორები
გამოქვეყნებული: დეკ 23, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები