განცხადებები
ენათმეცნიერების საკითხები (2026 წლის N. 19)
ნაშრომის გაფორმების წესი:
- სტატიის ელექტრონული ვერსია Word-ისა და PDF-ის ფორმატით (მოცულობა: 7-20 გვერდი) უნდა გაიგზავნოს ელ. ფოსტაზე: linguistics1999@tsu.ge
- გვერდის ზომა B5 (17,6X25), მინდვრები: ზედა და ქვედა – 2 სმ., მარცხენა და მარჯვენა – 1,5 სმ.
- ნაშრომის სათაური (არაუმეტეს 10 სიტყვისა), შრიფტის ზომა – 11, ინტერვალი – 1,15 (ქართულად – შრიფტი Bakari; ინგლისურად – შრიფტი Times New Roman)
- ავტორ(ებ)ის სრული სახელი, გვარი ქართულად და ინგლისურად; შემდეგ – სამუშაო ადგილი და ელფოსტა, შრიფტის ზომა – 11
- აბსტრაქტის იდენტური ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე – 300-400 სიტყვა (1 მთლიან აბზაცად) და საკვანძო სიტყვები – 3-5 სიტყვა; შრიფტი – Times New Roman; შრიფტის ზომა – 10, ინტერვალი – 1,15 (Multiple) (აბსტრაქტში სქემები და ცხრილები არ უნდა იყოს)
- ტექსტი (შესავალი, მასალა და მეთოდი, აღწერითი ნაწილი, შედეგი/მსჯელობა, დასკვნა)
- პირველ გვერდზე სქოლიოში დაფინანსების წყარო, ხოლო ტექსტის ბოლოს მადლობების ჩამონათვალი (არსებობის შემთხვევაში)
- ლიტერატურისა და წყაროების ჩამონათვალი
- ლიტერატურის ტექსტში მითითების ნიმუში:
- ...საერთოქართველური ძირის კანონიკური ფორმაა დახურული მარცვალი CVC და CVS სტრუქტურებით (გამყრელიძე, მაჭავარიანი 1965: 304).
- ....მოდალური მნიშვნელობებიდან გამოყოფენ შესაძლებლობას, საჭიროებას, ვალდებულებას (ფოქსვოგი 2009: 55).
- ლიტერატურა
გამყრელიძე, მაჭავარიანი 1965: თ. გამყრელიძე, გ. მაჭავარიანი, სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში, თსუ გამომცემლობა, თბილისი.
მელიქიშვილი 1999: ი. მელიქიშვილი, ბგერწერითი ლექსიკისათვის ქართულში, ენათმეცნიერების საკითხები, 3, თსუ გამომცემლობა, თბილისი.
ფოქსვოგი 2009: D. A. Foxvog, Introduction to Sumerian Grammar, University of California, Berkeley.
ინგვე 1960: V. H. Yngve, A Model and Hypothesis for Language Structure, Proceedings of the American Philosophical Society, vol. 104, pp. 444-466.
- ტექსტის შრიფტის ზომა – 11, ინტერვალი – 1,15 (Multiple)
- ქართული ტექსტისათვის ე.წ. ქვედა და ზედა ბრჭყალები – „ ....“ ; უცხოურისათვის – ე.წ. ზედა “....”
- აბზაცი – 1 სმ.
- სქოლიოს ნიშანი უნდა დაისვას სასვენი ნიშნის შემდეგ (References – Footnote)
- შრიფტი Bakari გეგზავნებათ შეტყობინებასთან ერთად
- გარდა ჩამოთვლილისა აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება ამ ბმულზე:
- https://forms.gle/Uf7JNYbqqg6oMin36
- დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ივანე ლეჟავას (ტელ.: 599 264398) ან ზურაბ ბარათაშვილს (ტელ.: 514 789789).
- საკონტაქტო ელ. ფოსტა: linguistics1999@tsu.ge
- მისამართი – თსუ VIII კორპუსი, II სართული, ოთახი 225
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 1 ივლისი.


