საქართველოში სეტყვასაწინააღმდეგო სამუშაოების შედეგები

Main Article Content

გიორგი კაჭარავა
ნუნუ ბერულავა
მარიამი მოდრეკელიძე
ელისო კეკენაძე
გიორგი გელოვანი

ანოტაცია

სეტყვაზე აქტიური ზემოქმედება, ჩვენი ქვეყნისთვის, პრაქტიკული კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.


1961 წლიდან საქართველოში შეიქმნა სეტყვასთან ბრძოლის სამსახური, რასაც წინ უძღოდა თითქმის ათწლიანი კვლევები სეტყვასაშიში პროცესებისა და სეტყვისგან დაცვის შესაძლო ღონისძიებათა შესახებ. საბჭოთა კავშირის დაშლამ გამოიწვია ზემოთ ხსენებული სამსახურის გაუქმება, რომელიც აღდგენილ იქნა და აქტიურად შეუდგა მუშაობას 2015 წელს.


საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოში წარსულში არაერთხელ ყოფილა კატასტროფული ხასიათის სეტყვა. ეს მოვლენა განსაკუთრებით მკვეთრად გამოხატული და სოციალურ-მატერიალური თვალსაზრისით ზიანის მომტანია აღმოსავლეთ საქართველოსთვის, კონკრეტულად კი კახეთის რეგიონისთვის.


სტატიაში საუბარია საქართველოში, კერძოდ კახეთის რეგიონში, სეტყვასაწინააღმდეგო სამუშოების ჩატარების შემდეგ განვითარებულ პროცესებზე. წინა წლების სტატისტიკური მონაცემების შედარებითი ანალიზის საფუძველზე, გაკეთებულია გარკვეული დასკვნები და დასახულია სამუშაოების ეფექტურობის გასაუმჯობესებელი რიგი ღონისძიებები.

საკვანძო სიტყვები:
საქართველო, სეტყვის საწინააღმდეგო, ანალიზი, შეფასება
გამოქვეყნებული: დეკ 5, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები