მოკვდაობისა და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის პრობლემები საქართველოში

Main Article Content

გიორგი მელაძე

ანოტაცია

საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ერთ-ერთ თვალსაჩინო მოვლენას, მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის სტაგნაცია წარმოადგენს, რომელიც 60 წელზე მეტია გრძელდება. აღნიშნული ფაქტი მოკვდაობის სფეროში არსებული ნეგატიური ვითარებითაა განპირობებული.


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 1960-2021 წწ. მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებში 1.6 წლით შემცირდა, ხოლო ქალებში 0.4 წლით და 2021 წელს შესაბამისად 67.5 და 75.4 წელი შეადგინა.


დემოგრაფიული განვითარების თვალსაზრისით საქართველო დემოგრაფიული გადასვლის მეოთხე ფაზას ასრულებს, რომლისთვისაც დამახასიათებელია მოკვდაობის მატება. 1960-2021 წწ. საქართველოში 2.1-ჯერ გაიზარდა მოკვდაობის ზოგადი კოეფიციენტი და 16.2% შეადგინა (2021 წ.). განხილული კოეფიციენტი დამოკიდებულია მოსახლეობის ასაკობრივ და სქესობრივ შემადგენლობაზე, მისი მატება, ასევე, დამოკიდებულია მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერების დონეზე და ემიგრაციულ პროცესებზე. საქართველოში მაღალია სამუშაო ასაკის მოსახლეობის მოკვდაო- ბა. დასავლეთის განვითარებული ქვეყნებისაგან, განსხვავებული სცენარით ვითარდება ეპიდემი- ოლოგიური გადასვლა.


საქართველოში მოკვდაობის სფეროში არსებული მძიმე მდგომარეობა, ძირითადად, გამოწვეულია: სოციალურ-ეკონომიკური მიზეზებით, ჯანდაცვის სისტემის ხარისხით, მოსახლეობის უმ- რავლესობის მიერ ცხოვრების ჯანსაღი წესის უგულებელყოფით.


მოკვდაობის სფეროში არსებული განსხვავებების საილუსტრაციოდ, ჩატარებულია შედარებითი ანალიზი დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებთან.

საკვანძო სიტყვები:
საქართველო, მოკვდაობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა, ეპიდემიოლოგიური გადასვლა, COVID-19
გამოქვეყნებული: დეკ 5, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები