გეოგრაფიული არქეოლოგია (გეოარქეოლოგია) – არსი და განვითარების პერსპექტივები

Main Article Content

გვანცა მოსიძე

ანოტაცია

გეოგრაფიული არქეოლოგია (გეოარქეოლოგია) გეოგრაფიისა და არქეოლოგიის მომიჯნავე მეცნიერებაა. ის აერთიანებს ჰუმანიტარულ (საზოგადოებრივ) და საბუნებისმეტყველო სამეცნიერო დისციპლინებს, განიხილავს ადამიანი-გარემოს ურთიერთობის ისტორიულ განზომილებას, იკვლევს საზოგადოების კულტურულ განვითარებას შესაბამისი ბუნებრივი ტერიტორიის ფონზე, ასევე ბუნებრივი გარემოს ცვლილებებს, აანალიზებს ლანდშაფტის ცვლილების ანთროპოგენულ ფაქტორებს. გეოგრაფიულ-არქეოლოგიური კვლევის მეთოდებში გამოიყენება დისტანციური ზონდირების თანამედროვე მე-თოდები (მათ შორის, საჰაერო და სატელიტური სურათების ინტერპრეტაცია), ისევე, როგორც გეოსაინფორმაციო სისტემები (GIS).


სტატიაში განხილულია გეოგრაფიული არქეოლოგიის (გეოარქეოლოგიის) არსი და მნიშვნელობა, პერსპექტივები, კავშირი სხვა მეცნიერებებთან, ცნობადობა საქართველოში, როგორი და რომელი კვლევის მეთოდები გამოიყენება გეოგრაფიული არქეოლოგიის (გეოარქეოლოგიის) კვლევის პროცესში და რა საჭიროა ის.

საკვანძო სიტყვები:
გეოგრაფია, ინტეგრაციული გეოგრაფია, გეოარქეოლოგია, ლანდშაფტი, გეოინფორმაციული სისტემა, განვითარება
გამოქვეყნებული: დეკ 5, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები