დისტანციური ზონდირების გამოყენებით მიწათსარგებლობის ცვლილებების ანალიზის მეთოდოლოგია და შედეგები (გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაგალითზე)
Main Article Content
ანოტაცია
ლანდშაფტური დაგეგმარება და მონიტორინგი ბოლო ათწლეულის აქტუალური თე მაა. სივრცის (გარემოს) ისე მოწყობა და დაგეგმვა, რომ რესურსები რაციონალურად გამ ოვიყენოთ, დღითიდღე უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ ვიცით, რომ ბუნებრივი რესურსები ამოწურვადია, და დროა, ახალი განახლებადი ენერგიის წყაროები გამოვიყენოთ. გლობალური კლიმატის ცვლილების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოში ანთროპოგენური ცვლილებების დონის შეფასება და მონიტორინგი. სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედების შე დეგად, გარემო მუდმივად იცვლება და, ჩვენი აზრით, ყველაზე დიდ გავლენას განიცდის ან თროპოგენური ზემოქმედების დროს. მაგალითად, ადამიანი უდიდეს გავლენას ახდენს გარემ ოზე, როდესაც მიწას იყენებს სამეურნეო მიზნით (მიწათსარგებლობა). მიწათსარგებლობის ცვლილების შესასწავლად საქართველოს ტერიტორიაზე ამ დრომდე მასშტაბური კვლევები არ ჩატარებულა. საკვლევ ტერიტორიად შევარჩიეთ გურჯაანის მუნიციპალიტეტი. ყურადღ ება გავამახვილეთ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე და გავარკვიეთ, შეიცვალა თუ არა მუნიციპალიტეტში მათი ათვისების მასშტაბები 1995-2019 წწ. ამისათვის გამოვიყენეთ NDVI (Landsat–ის 2019–1995 წწ. სურათებიდან), რომლის მაჩვენებლების ცვლილებების საფუძველ ზეც გამოვყავით დამუშავებული და ნასვენი მიწის ფართობები. დავეყრდენით მოსაზრებას, რომ ნასვენად ჩაითვალოს ნაკვეთი, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში არ მუშავდება. კვ ლევის შედეგად გაირკვა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ფარგლებში ასეთი ნაკვეთი, ფაქტობრივად, არ არსებობს - ასეთი დიდ ხანს ნაკვეთები დაუმუშავებელი, ფაქტობრივად, არ რჩება, მითუმეტეს, რომ ვიკვლევდით სახნავ-სათეს ფართობებს.