საქართველოს ცალკეული ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეოგრაფიული თავისებურებანი
Main Article Content
ანოტაცია
ცივილიზებული მსოფლიოს განვითარების აუცილებელი პირობა მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური ვითარების უზრუნველყოფაა. ამ საქმეში გარკვეულ როლს სივრცით (ტერიტორიულ) დაგეგმარება ასრულებს. იგი მიიჩნევა ქვეყნის მდგრადი განვითა რების და ცხოვრების ხარისხის ამაღლების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად, რომლის მიზანიცაა: საზოგადოებრივი საქმიანობის და ბუნებრივი პროცესების ოპტიმალური და რაციონალური განვითარება, სასიცოცხლო სივრცის მდგრადობა, მიწათსარგებლობის სხვადასხვა ფორმებს შორის ჯეროვანი ეკოლოგიური კავშირების დამყარება, ცალკეული ტერიტორიების მდგრადი ეკოლოგიური განვითარება, მეურნეობის და საზოგადოებრივი აქტივობის ოპტიმალური სივრცითი თანაფარდობა და სხვ.
დღეს მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა მდგრადი განვითარების პრინციპების რეალ იზებას ცდილობს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სივრცითი (ტერიტორიული) დაგეგმარების მიმართ როგორც სახელმწიფოებრივ, ისე - საზოგადოებრივ ინტერესს. სწორედ მისი საშუა ლებით არის შესაძლებელი ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური სარგებლის მიღება, ინვესტიციისა და განვითარებისთვის უფრო სტაბილური და გათვლადი პირობების შექმნა, რაც, თავის მხრივ, განვითარების გარანტიას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას და ხელს უწყობს მიწისა და ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებას.