არასრულფასოვანი კვების გეოგრაფიული თავისებურებანი (თბილისის მაგალითზე)
Main Article Content
ანოტაცია
დღესდღეობით საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი საკვების დანაკლისს განიცდის და დღიური კალორიების ნორმის მცირე ნაწილს იღებს. ამას ემატება მოსახლეობის ცნობიე რების დაბალი დონე ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც ხელს უშლის სრულფასოვან კვებას.
2019 წლის “გლობალური შიმშილის ინდექსში”საქართველო მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის 39-ე ადგილზეა. ეს კი, რა თქმა უნდა, არც ისე სახარბიელო მაჩვენებელია 2016 წელ თან შედარებით, როცა საქართველო 118 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზე იყო. (https://www. globalhungerindex.org/georgia.html).
კვება ითვლება ნორმალურად, თუ ადამიანი დღეში იღებს 2600-2800 კილოკალორიას (კ კალ). მიღებული კალორიების მიხედვით, ზოგადად მსოფლიოში მოსახლეობის მდგომარეობა უკანასკნელ ათწლეულში გაუმჯობესდა. თუმცა განსხვავებაც თვალსაჩინოა. თუ განვითა რებულ ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე 3400 კკალ მოდის, იგივე მაჩვენებელი ლათინურ ამერ იკაში - 2700-ს, ხოლო ცენტრალურ აფრიკაში 2000-ს აღწევს. კვების პროდუქტებში განვითა რებულ ქვეყნებში ცხოველური წარმოშობისაა 1/3, ხოლო განვითარებადში - 7%. ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს დიდი რაოდენობით მოიხმარენ ლათინური ამერიკის ქვეყნებში, რაც მესაქონლეობის განვითარებისათვის ხელსაყრელი ბუნებრივ-კლიმატური პირობებითაა განპირობებული (საქართველოში კვების ეროვნული კვლევა - ”ოქსფამის” ”ეროვნული სას ურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფისა და მცირე ფერმერების მხარდაჭერისო პროექტი; თბილისი, 2016).
საქართველოში აქტუალურია არასრულფასოვანი კვების პრობლემა, მრავალი კვებითი ფაქტორის (ცილები, ცხიმები, მიკროელემენტები და სხვ.) დეფიციტი, რაც, თავის მხრივ, იწვევს ავიტამინოზს, ანემიას, ბავშვის ზრდისა და განვითარების შეფერხებას და სხვ. მსოფლიო ბანკის შეფასებებით, 5 წლამდე ასაკის ბავშვთა 3% საქართველოში არასრულფასოვნად იკვებება. (სა ქართველოში კვების ეროვნული კვლევა - ”ოქსფამის” ”ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფისა და მცირე ფერმერების მხარდაჭერისო პროექტი; თბილისი, 2016).
არასრულფასოვანი კვების გეოგრაფია, როგორც სოციალური და ინტეგრაციული გეო გრაფიის მიმართულება, შეისწავლის არასრულფასოვანი კვების გავრცელებასა და გა ნაწილებას მსოფლიოში, ადამიანის მიერ დღეში მიღებული კალორიების ნორმებსა და არასრულყოფილი კვების გამომწვევ მრავალ ფაქტორს. მომავალში ქვეყნისთვის ამ დარგში გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი მრავლისმომტანი იქნება. შესაძლებელი გახდება რეკომენ დაციების გაცემა, სწავლება სრულყოფილ კვებასთან დაკავშირებით, ამასთან, საქართველომ, როგორც განვითარებისკენ სწრაფი ტემპით მიმავალმა ქვეყანამ, აუცილებელია, ყურადღება გაამახვილოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ზრუნვაზე.
სტატიაში განხილულია არასრულფასოვანი კვების პრობლემა, მრავალი გამომწვევი ფაქტორი, თბილისის ტერიტორიაზე არსებული არასრულფასოვანი კვების პრობლემები, ასე ვე, კვლევა, რომელიც აღნიშნულ საკთხს ეხება, და ამ კვლევიდან გამომდინარე შედეგები.