რეკრეაციული გეოგრაფიის აქტუალური საკითხები (საქართველოს მაგალითზე)
Main Article Content
ანოტაცია
რეკრეაცია და რეკრეაციული მეურნეობა მჭიდროდაა დაკავშირებული გეოგრაფიულ გა რემოსთან, რადგან მისი პოტენციალი მნიშვნელოვანწილად უკავშირდება ტერიტორიის ბუნებრივ მახასიათებლებს და ლანდშაფტურ მრავალფეროვნებას, მეურნეობის და სოციალური ინფრასტრუქტურის გეოგრაფიულ თავისებურებებს. ამის გამო, რეკრეაციული გეოგრაფია ინტეგრაციული ანუ საზოგადოებრივ-საბუნებისმეტყველო გეოგრაფიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.
საქართველოში რეკრეაციული გეოგრაფია განვითარების საწყის სტადიაზეა. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე პუბლიკაციას, რომელიც ეძღვნება რეკრეაციულ რესურსებს, პრაქტიკულად შეუსწავ ლელი და შეუფასებელია რეკრეაციული რესურსების და რეკრეაციული მეურნეობის სივრცულ-დროითი თავისებურებანი; ქართულ ენაზე არ გამოქვეყნებულა რეკრეაციული გეოგრაფიის თეორიული და მეთოდოლოგიური საკითხები, მისი კვლევის მეთოდები, რეკრეაციული პოტენ ციალის შეფასების კრიტერიუმები და სხვ. ამ ვითარების გამოსწორება საშური საქმეა და საქარ თველოში ტურიზმის განვითარების სწრაფ ტემპებს უკავშირდება. რეკრეაციულმა გეოგრაფიამ, პრაქტიკული თვალსაზრისით, შესაძლებელია დიდი როლი ითამაშოს როგორც ტურიზმის, ისე რეკრეაციული მეურნეობის სივრცით (ტერიტორიულ) დაგეგმარებაში.
სტატიაში განხილული და წარმოჩენილია რეკრეაციული გეოგრაფიის ადგილი გეოგრაფიულ მეცნიერებათა სისტემაში, რეკრეაციული გეოგრაფიის კვლევის საგანი (ობიექტები), მიზანი და ძირითადი მიმართულებები, რეკრეაციული გეოგრაფიის მნიშვნელოვანი ტერმინები, რეკრე აციული ტერიტორიის ძირითადი ტიპები, რეკრეაციული გეოგრაფიის განვითარების პერსპექ ტივები ქართულ გეოგრაფიულ სკოლაში.