მთიანი ტერ­იტორიების გეოგრაფიული­ სპეციფიკა­ და ტურისტულ-რეკ­რე­აციული­ გამოყე­ნების­ თავ­ისებურე­ბები

Main Article Content

სანდრო გოგოლაძე

ანოტაცია

მთები წარმოდგენ­­ილია ყველა­ კონტინენ­­ტზე. ისინი ერ­თმანეთ­­ისგან გან­სხვავ­დებიან­ მდე­ ბარეობის,­ ფართობის, სიმა­ღლის, ოროგრაფიის, ბუნებრივი პირობების, სიმა­ღლებრივი­ სარტყლურობის, ბარ­იერული თვისე­ბების, გეო­პოლიტიკური გან­ვითა­რების დონის და სხვა არაერთი­ მაჩ­ვე­ნებლის მიხედვით.


მსოფლიოს მთიანი ტერ­იტორიების უდიდესი ნაწილი ცნობილია მკ­აცრი კლ­იმატური პირობებით, მიწის რეს­ურსების სიმწირით, სუსტად გან­ვითა­რებული ინფრასტრუქტურით, დაბალი­ შემ­ოსავლით და გან­ვითა­რების უპერ­სპექტივობით. თუმცა არის ადგილები­ (ევ­როპა, ჩრდილოეთ ამერ­იკა),­ სადაც­ მთებში მცხოვრები მოსახ­ლეო­ბა თავს კომფორტულად­ გრძნობს, რადგან­ აქ მიმზიდველი სოციალ­ურ-ე­კონომიკური­ გა­რემ­ოა შექმნილი.


მთები ჯერ კიდევ­ გამ­ოირჩევ­იან ჯან­საღი­ ეკოლოგიური გარემოთი,­ მტკნარი­ წყლის უდიდესი რესურსებით,­ ბიოლოგიური და ლან­დშაფტური მრავალ­­ფერ­ოვნებით, კულტურული და ბუნებრივი მცე­ნარეულობის­ ენ­დემური სახეო­­ბებით, სოფლის მეურნეობის,­ არქიტექტურის,­ ეთნოკულტურის­ გან­უმეორე­ბელი­ და საი­ნტე­რესო ფორმებით. მიუხე­დავად­ მიმზიდველ­ ობისა, მთიანი ტერ­იტორიების უდიდეს ნაწილში მოსახ­ლეო­ბა უკიდურე­­სად გაჭირვებ­­ულია და თითქმის სრულ იზოლაც­იაში ცხოვრობს. ფართო მასშტა­ბებს­ მია­ღწია­ მიგრაც­იულმა პროცე­ სებ­მა, რის გამოც, არა­ერთ მთიან რეგიონს გაუ­დაბურე­­ბა ემ­უქრე­ბა. ამგვარ­ ვითარე­ბაში­ თანა­­ მედ­როვე მსოფლიოში აქტიურად­ მსჯელ­ობენ მთიანი ტერ­იტორიების მდგრადი გან­ვითა­რების აუცილებ­­ლობა­ზე, რაც უზრუნველყოფს მომა­ვალი თაო­ბებისთვის ხელ­საყ­რელი სოციალური, ეკონომიკური­ და ეკოლოგიური გა­რემოს ფორმირე­ბას.


მთები, ტურიზმის გან­ვითა­რების პოტენ­ციალის თვალ­საზრისით, გამ­ორჩეუ­ლია მთელ მსოფლიოში. აქ ადამ­იანს გან­უმეო­რებელი­ ბუნე­ბა, ეთ­ნიკური და კულტურული მრა­ვალ­ფერ­ ოვნე­ბა, მინე­რალური და სას­მელი წყალი, ეფექტური პეი­ზაჟ­ები­ და ეკო­ლოგიურად სუფთა კვების პროდუქტები იზიდავს.


წინამ­დება­რე­ სტატ­იაში გან­ხილულია მთიანი ტერ­იტორიების გეო­გრაფიული სპეც­იფიკი­ სა და ტურისტულ-რე­კრე­აციული­ გამ­ოყე­ნების თავ­ისებ­ურე­ბები, მთიანი ტერ­იტორიების ტურისტულ-რე­კრე­აციული­ რეს­ურსების შე­ფასე­­ბა, მთის ტურიზმის თავ­ისებ­ურე­ბები, და, მთიანი ტერ­იტორიების ტურისტულ-რე­კრე­აციულ­ ათ­ვისე­ბას­თან დაკ­ავ­შირებით,­ მოყვან­ილია შვეი­ცარიის მა­გალითი.

საკვანძო სიტყვები:
მთიანი ტერ­იტორია, გეო­გრაფიული სპეც­იფიკ­ა, ტურიზმი, რე­კრე­აც­ია
გამოქვეყნებული: ნოე 12, 2020

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები