საქართველოს სივრცითი დაგეგმარების მიზნები, ამოცანები და პრობლემები
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში განხილულია საქართველოს სივრცითი დაგეგმარების მიზნები და ამოცანები, ქვეყნის სივრცით დაგეგმარებასთან დაკავშირებული პრობლემები, საქართველოში კლიმატის ცვლილების ტენდენციები და მისი გავლენა სოფლის მეურნეობაზე, ბიომრავალფეროვნებაზე, გეოდინამიკურ პროცესებზე და სხვ.
საქართველო მთიანი ქვეყანაა, რომლის სივრცითი დაგეგმარება მოითხოვს (საჭიროებს) სოციალურ-ეკოლოგიური სისტემების კვლევას, რაც პრაქტიკულად არ ხორციელდება. ამგვარი კვლევა აქტიურად ხორციელდება ევროპის მთიან რეგიონებში, რის საფუძველზე დგინდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკოლოგიური კულტურა და ეკოლოგიური ტრადიციები, ლანდშაფტის მართვის და ლანდშაფტის მომსახურების ფორმები. სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის ეკოლოგიური ცოდნა და ისტორიული გამოცდილება განაპირობებს საფრთხეების და რისკების მინიმიზაციას. თქმულის მკაფიო დადასტურებადშეიძლება მივიჩნიოთ 2023 წლისშოვის (რაჭის) კატასტროფა. აქ სივრცითი დაგეგმარებისშედეგად განაშენიანების და განსახლების ნებართვა გაიცა მდინარე ბუბისწყლის ჭალაში, რაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს და გაოცებას განაპირობებდა.
საქართველოს სივრცითი დაგეგმარება სასურველია ითვალისწინებდეს ადმინისტრაციული ერთეულის (სამხარეო, მუნიციპალური, დასახლებული პუნქტის) სტრატეგიული ან პერსპექტიული განვითარების გეგმებს, რაც, უმეტესშემთხვევაში, არ არსებობს. სტრატეგიული განვითარების გეგმების შემუშავება აქტუალური ამოცანაა და არსებითი მნიშვნელობა გააჩნია სივრცითი დაგეგმარების ეფექტიანობისთვის, მის რეგიონულ განვითარებასთან ინტეგრირებისთვის. საქართველოს სივრცითი დაგეგმარება, თავისი მრავლმხრივობის გამო, ურთულესი სამეცნიერო და პრაქტიკული ამოცანაა. უპირველეს ყოვლისა, დასადგენია დაგეგმარების გეოგრაფიული მასშტაბი და მეთოდოლოგია, რაც საყოველთაოდ მიღებული სახით, დღემდე არ არსებობს.