საქართველოს ისტორიული გზების გეოგრაფიული თავისებურებანი
Main Article Content
ანოტაცია
თემის აქტუალობა უკავშირდება ისტორიული გზების აღდგენას, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია ახალი ლოგისტიკური ქსელის შექმნა ქვეყნისა და კავკასიის რეგიონის მასშტაბით. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე აუცილებელია საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის უკეთ გამოყენება, რათა იგი რეგიონში საკვანძო ქვეყანა გახდეს. საკითხის სიღრმისეული შესწავლა ევროპისა და აზიის ერთმანეთთან უკეთ დაკავშირების და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობა გახდება. ამისთვის კი აუცილებელია კასპიისა და შავი ზღვის და- მაკავშირებელი რკინიგზის განვითარება და ტვირთბრუნვის გაზრდა.
ამრიგად, სტატიის მიზანია საქართველოში არსებული საერთაშორისო, რეგიონული და ადგილობრივი გზების შესწავლა და მათი გეოგრაფიული თავისებურებების გამოვლენა; ისტორიული გზების გეოპოლიტიკურ ჭრილში განხილვა; მათი აღდგენის პერსპექტივების შესწავლა, რაც ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონის განვითარების და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების წინაპირობა შეიძლება გახდეს.