საქართველოს სამკურნალო მცენარეების გეოგრაფიული თავისებურებანი და ეკონომიკური მნიშვნელობა

Main Article Content

მირანდა გურგენიძე

ანოტაცია

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ თანახმად, სამკურნალო მცენარეებით მკურნალობა მსოფლიო მედიცინის ფართოდ გამოყენებადი დარგია. სინთეზური ფარმაკოლოგიის განვითარების ფონზე ხალხურმა მედიცინამ გარკეულწილად უკანა პლანზე გადაინაცვლა, მაგრამ ბოლო რამდენიმე ათწლეულში სამკურნალო მცენარეებისადმი ინტერესი უფრო და უფრო იზრდება (WHO, 2008).


სათანადოდ მოხმარების პირობების შემთხვევაში სამკურნალო მცენარეები ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სამკურნალო მცენარეების რესურსის რაციონალურად გამოყენება, რაშიც ამ მცენარეების თვისებების შესწავლა, აღწერა, მათი მოყვანის თავისურებების გათვალისწინება და სწორად მოხმარება იგულისხმება.


ადამიანის ჯანმრთელობაზე მცენარეების გავლენის შესახებ უძველესი წყაროებიდან არის ცნობილი. მედიცინისა და ფარმაციის განვითარებამდე ადამიანები მხოლოდ მცენარეული და ცხოველური წამლებით სარგებლობდნენ. სამკურნალო მცენარეებს და მათგან მიღებული ფიტოპრეპარატებს გააჩნიათ ის არსებითი უპირატესობა, რომ ადამიანი იღებს მონათესავე ნივთიერებათა კომპლექსს, ადვილად შეითვისება ორგანიზმის მიერ, იშვიათად იწვევს გვერდით ალერგიულ მოვლენებს და არ გააჩნია აკუმულაციის თვისება (მ. შენგელია, 1979). დღეისათვის არსებული სამკურნალო პრეპარატების დაახლოე-ბით 30% მცენარეული ნედლეულისგან მზადდება. ნედლეულის წყაროდ გამოიყენება როგორც ველურად მოზარდი, ასევე კულტივირებული მცენარეები, ამან გამოიწვია ზოგიერთ რაიონში სასარგებლო მცენარეების რესურსის ამოწურვა. სამკურნალო მცენარეები წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ფარმაცევტული მრეწველობისათვის საჭირო ნედლეულის თითქმის ნახევარს. ქართულ ხალხურ მედიცინას უდიდესი დროიდან ეყრება საფუძველი და ქართველ ერს ხალხური მედიცინის უდიდესი თვითმყოფადი კულტურა და ტრადიციები გააჩნია (ჯავახიშვილი, 1934). ჩვენს ქვეყანაში ხალხური მედიცინის მიმართულება ყოველთვის ეპოქის მოთხოვნილებათა დონეზე იყო განვითარებული. დღეს საქართველო მრავალფე-როვან სამედიცინო მცენარეებს იყენებს.


ამგვარად, საქართველოს მრავალფეროვანი სამკურნალო მცენარეების შესახებ ცოდნის გაღრმავება ხელს შეუწყობს ბუნებრივი სამკურნალო საშუალებების ბაზის გაფართოებას და შესაბამისი დარგების განვითარება-პოპულარიზაციას, რაც, თავის მხრივ, მოსახლეობისთვის ეკონომიკური სარგებელის მომტანია.


სტატიაში განხილულია საქართველოში მცენარეებით მკურნალობის ისტორია, წარსული დროის გამოცდილება და თანამედროვე გამოწვევები.

საკვანძო სიტყვები:
სამკურნალო მცენარეები, საქართველო, ჯანმრთელობა, ხალხური მედიცინა
გამოქვეყნებული: დეკ 5, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები