დისტანციური ზონდირების გამოყენებით მიწათსარგებლობის ცვლილებების ანალიზის მეთოდოლოგია და შედეგები (გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაგალითზე)

Main Article Content

ლევან ქოროღლიშვილი

ანოტაცია

ლან­დშაფტური დაგეგ­­მარე­ბა­ და მონიტორინგი ბოლო ათწლეულის­ აქტუალური­ თე­ მაა­. სივრცის (გა­რემოს) ისე მოწყობა და დაგეგ­­მვა, რომ რეს­ურსები რაციონალ­­ურად გამ­ ოვიყენოთ, დღითიდღე­ უფრო მნიშვნელ­ოვანი ხდება­. ჩვენ ვიცით, რომ ბუნებრივი რეს­ურსები ამოწურვად­­ია, და დროა, ახალი გა­ნახ­ლე­ბადი ენერგიის წყარ­ოები გამ­ოვიყენოთ. გლობალური კლიმატის­ ცვლილების ფონზე გან­საკუ­თრებით­ მნიშვნელოვან­­ია გარემოში­ ანთროპოგენური­ ცვლილე­ბების დონის შეფა­სე­­ბა და მონიტორინგი. სხვადას­ხვა­ ფაქტორის ზემ­ოქმე­დების შე­ დეგად,­ გარემო­ მუდმივად იცვლე­ბა და, ჩვენი აზრით, ყველა­ზე­ დიდ გავ­ლე­ნას განიცდის ან­ თროპოგენური ზემ­ოქმე­დების დროს. მაგალ­­ითად, ადამ­იანი უდიდეს გავ­ლე­ნას ახდენს­ გა­რემ­ ოზე, როდე­საც მიწას იყე­ნებს სა­მეუ­რნეო მიზნით (მიწათსარ­­გებ­ლობა). მიწათ­სარ­გებლობის ცვლილების შესას­­წავ­ლად საქარ­­თველოს ტერ­იტორია­ზე ამ დრომდე მასშტაბური­ კვლე­­ვები არ ჩატა­რებ­­ულა. სა­კვლევ­ ტერ­იტორიად შე­ვარ­ჩიეთ გურჯა­ანის მუნიციპალ­იტეტი. ყურა­დღ­ ება­ გა­ვამახ­­ვილეთ სასოფლო­-სამეუ­­რნეო სავარ­­გულებ­ზე და გა­ვარკვ­იეთ,­ შეი­ცვალა­ თუ არა მუნიციპალ­იტეტში მათი ათვისების­ მას­შტაბები­ 1995-2019 წწ. ამისათვის­ გამოვიყე­­ნეთ NDVI (Landsat–ის 2019–1995 წწ. სურა­თებიდან),­ რომლის მაჩვე­­ნებ­ლების ცვლილე­ბების საფ­უძველ­ ზეც გამ­ოვყავით დამუშა­­ვებული და ნას­ვენი მიწის ფართობები­. და­ვეყ­რდენით მოსაზრე­ბას,­ რომ ნასვე­­ნად ჩაითვალოს­ ნაკ­ვეთი,­ რომელიც ხუთი წლის გან­მავ­ლობაში არ მუშავ­დება­. კვ­ ლევის შე­დეგად­ გაი­რკვა,­ რომ გურჯა­ანის მუნიციპალ­იტეტის ფარ­გლებში ასეთი ნაკ­ვეთი,­ ფაქ­ტობრივად, არ არსებობს­ - ასეთი დიდ ხანს ნა­კვე­­თები დაუმუშა­­ვე­ბელი, ფაქ­ტობრივად, არ რჩება,­ მითუმე­ტეს, რომ ვიკვ­ლევდით სახ­ნავ­-სათეს­ ფარ­თობებს.

გამოქვეყნებული: ნოე 12, 2020

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები