საქართველოს ცალკეული ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეოგრაფიული თავისებურებანი

Main Article Content

თამარ ოდილავაძე

ანოტაცია

ცივილიზებული მსოფლიოს გან­ვითა­რების აუცილე­ბელი­ პირობა მდგრადი სოციალ­ურ-ეკო­ნომიკური­ და ეკოლოგიური ვითა­რების უზრუნველყოფა­­ა. ამ საქმეში­ გა­რკვეულ­ როლს სივრცით (ტერიტორიულ) და­გეგ­მარე­ბა­ ასრულებს­. იგი მიიჩნე­ვა ქვეყნის მდგრადი გან­ვითა­ რების და ცხოვრების ხარისხის ამაღ­ლების­ მნიშვნელ­ოვან ინსტრუმენ­ტად, რომლის მიზან­იცაა:­ საზოგად­­ოებრივი საქ­მიანობის და ბუნებრივი პროცე­სების ოპტიმალური და რაც­იონალური გან­ვითა­რება,­ სასიცოცხლო სივრცის მდგრად­ობა, მიწათ­სარ­გებლობის სხვა­დასხვა­ ფორმებს შორის ჯერ­ოვანი ეკოლოგიური კავ­შირების დამყა­რე­ბა,­ ცალკ­ეული­ ტერიტორიების­ მდგრადი ეკოლოგიური გან­ვითა­რება,­ მეუ­რნეობის და საზ­ოგად­ოებრივი აქტივობის ოპტიმალური სივრცითი თა­ნაფარ­­დობა და სხვ.


დღეს­ მსოფლიოს ქვეყ­ნების უმრავ­ლეს­ობა მდგრადი გან­ვითა­რების პრინციპების რე­ალ­ იზე­ბას ცდილობს, რაც მნიშვნელ­ოვნად ზრდის სივრცითი (ტერიტორიული) დაგეგ­­მარების­ მიმართ როგორც სახელ­­მწიფოებრივ, ისე - საზოგად­­ოებრივ ინტერესს­. სწორედ მისი საშუა­­ ლებით არის შე­საძ­ლე­ბელი ქვეყნის ეკონომიკური,­ სოციალური და ეკოლოგიური სარგებლის­ მიღ­ება,­ ინვესტიციისა­ და გან­ვითა­რებისთვის უფრო სტაბილური და გათვლადი­ პირობების შექ­მნა, რაც, თავის მხრივ, განვითა­­რების გარან­­ტიას აძ­ლევს ადგილობრივ მოსახ­ლეო­ბას და ხელს უწყობს მიწისა და ბუნებრივი რეს­ურსების გონივრულ გამ­ოყე­ნე­ბას.

გამოქვეყნებული: ნოე 12, 2020

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები