არასრულფასოვანი კვების გეოგრაფიული თავისებურებანი (თბილისის მაგალითზე)

Main Article Content

თინათინ არჩვაძე

ანოტაცია

დღეს­­დღეობით­ საქარ­­თველოში მოსახლეობის­ დიდი ნაწილი საკ­ვების­ დანა­კლისს­ განიცდის და დღიური კალ­ორიების ნორმის მცირე ნაწილს იღებს­. ამას ემა­ტება­ მოსახ­ლეობის ცნობიე­ რების და­ბალი დონე ამ სა­კითხთან­ დაკ­ავ­შირებით,­ რაც ხელს უშლის სრულფას­ოვან კვე­ბას.


2019 წლის “გლობალური შიმშილის ინდექსში”სა­ქარ­თველო მსოფლიოს 117 ქვეყა­ნას­ შორის 39-ე ადგილზე­­ა. ეს კი, რა თქმა უნდა, არც ისე სა­ხარ­ბიელო მაჩ­ვე­ნე­ბელ­ია 2016 წელ­ თან შედა­რებით,­ როცა საქარ­­თველო 118 ქვე­ყანას­ შორის მე-16 ადგილზე­ იყო. (https://www. globalhungerindex.org/georgia.html).


კვება­ ითვლება­ ნორმალ­ურად, თუ ადამიანი­ დღეში­ იღებს­ 2600-2800 კი­ლოკალ­ორიას­ (კ­ კალ)­. მიღ­ებული კალორიების­ მიხედვით, ზოგა­დად მსოფლიოში მოსახ­ლეობის მდგომარეო­­ბა უკა­ნა­სკ­ნელ­ ათწლეულში­ გაუმჯობეს­­და. თუმცა განსხვა­­ვე­ბაც თვალსაჩ­ინოა­. თუ განვითა­­ რებულ ქვეყ­ნებში ერთ სულ მოსახ­ლე­ზე 3400 კკალ­ მოდის, იგივე მაჩ­ვე­ნე­ბელი ლათინურ ამერ­ იკაში­ - 2700-ს, ხოლო ცენტრალურ­ აფრიკ­აში­ 2000-ს აღ­წევს. კვების პროდუქტებში განვითა­­ რებულ ქვეყ­ნებში ცხოველური წარმოშობისაა­ 1/3, ხოლო გან­ვითა­რებადში­ - 7%. ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს დიდი რაო­დენობით მოიხმა­რენ ლათინური ამერ­იკის ქვეყ­ნებში, რაც მესაქ­­ონლეობის განვითა­­რებ­ისათვის ხელ­საყ­რელი ბუნებ­რივ-კლ­იმატური პირობებ­ითაა გან­პირობებული (საქარ­­თველოში კვების ეროვნული კვლე­­ვა - ”ოქსფამის” ”ეროვნული სას­ ურსათო უსაფ­რთხოების სტრატეგიის­ სრულყოფისა და მცირე ფერმე­­რების მხარ­დაჭერისო­ პროექტი; თბილისი, 2016).


საქარ­­თველოში აქტუალ­­ურია არას­რულფას­ოვანი კვების პრობლე­მა, მრა­ვალი კვებითი ფაქტორის (ცილები, ცხიმები, მიკროე­ლე­­მენ­ტები და სხვ.) დეფიციტი, რაც, თავის მხრივ, იწვევს ავიტამინოზს,­ ანემ­იას, ბავშვის ზრდისა და განვითა­­რების შე­ფერ­ხე­ბას და სხვ. მსოფლიო ბა­ნკის შე­ფასე­­ბებით, 5 წლამდე­ ასაკის­ ბავშვთა­ 3% საქარ­­თველოში არას­რულფას­ოვნად იკ­ვე­ბე­ბა. (სა­ ქარ­თველოში კვების ეროვნული კვლე­­ვა - ”ოქსფამის” ”ეროვნული სას­ურსათო უსაფ­რთხოების სტრა­ტეგიის სრულყოფისა და მცირე ფერ­მე­რების მხარ­დაჭერისო­ პროექტი; თბილისი, 2016).


არას­რულფას­ოვანი კვების გეო­გრაფ­ია, როგორც სოციალური და ინტეგ­რაციული გეო­ გრაფიის მიმარ­თულე­ბა, შეი­სწავლის არას­რულფას­ოვანი კვების გავ­რცელე­­ბასა­ და გა­ ნაწ­ილე­ბას მსოფლიოში, ადამ­იანის მიერ დღეში­ მიღ­ებული კალორიების­ ნორმებ­სა და არასრულყოფილი კვების გამ­ომწვევ მრავალ­ ფაქტორს. მომა­ვალში ქვეყნისთვის ამ დარგში გადადგმული­ ნებ­ისმიერი ნაბიჯი მრავ­ლისმომტანი იქნე­ბა. შესაძ­­ლე­ბელი გახდე­ბა­ რეკო­მენ­­ დაციების­ გა­ცემა,­ სწავ­ლე­ბა სრულყოფილ კვე­ბას­თან დაკ­ავ­შირებით,­ ამას­თან, საქარ­­თველომ, როგორც განვითა­­რებ­ისკენ­ სწრაფი ტემპით მიმა­ვალ­მა ქვე­ყანამ,­ აუ­ცილე­ბელ­ია, ყურა­დღე­ბა­ გაა­მახვილოს­ მოსახ­ლეობის ჯან­მრთელობის მდგომა­რეო­ბასა­ და ზრუნვა­ზე.


სტატიაში­ გან­ხილულია არას­რულფას­ოვანი კვების პრობლე­მა, მრა­ვალი გამ­ომწვევი ფაქტორი, თბილისის ტერიტორია­­ზე არ­სებული არას­რულფას­ოვანი კვების პრობლე­მები, ასე­ ვე, კვ­ლე­ვა, რომელიც აღნიშნულ სა­კთხს ეხე­ბა, და ამ კვლევ­­იდან გამ­ომდინა­რე შე­დეგები­.

გამოქვეყნებული: ნოე 12, 2020

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები