სამედიცინო გეოგრაფიის კვლევის საგანი, ამოცანები და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში
Main Article Content
ანოტაცია
სამედიცინო გეოგრაფია ინტეგრაციული გეოგრაფიის დარგია, რომელიც, თავისი მნიშვნელ ობიდან გამომდინარე, მსოფლიოში სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. მოსახლეობის ჯანმრთელობის შემსწავლელი თანამედროვე მეცნიერებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა გარემო პირობების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის შესწავლაა. გეო გრაფიული და სოციალური პირობები პირდაპირ თუ ირიბად მოქმედებს ჩვენი ჯანრთელობის მდგომარეობაზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ იმ ფაქტორებში, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანრთელობაზე, საცხოვრებელ გარემოს 20 – 22% უჭირავს. იმავე ორგანიზაციის მონაცემებით, მიჩნეულია, რომ გარემოს გაუმჯობესებით და ნორმალური პირობების შენარჩუნებით შესაძლებელია ყოველწლიურად 13 მილიონი ადამ იანის სიკვდილის თავიდან აცილება. მსოფლიო ჯანდაცვის ანგარიშში მოცემულ დაავადებათა და ტრავმების 102 კატეგორიიდან 85-ის გამოწვევაზე გარემოფაქტორები პირდაპირ ან ირიბ გავლენას ახდენენ (WHO, 2015).
სამედიცინო-გეოგრაფიული კვლევები საშუალებას იძლევა, გამოვლინდეს ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემები და გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები. სამედიცინო გეო გრაფია ხელს შეუწყობს მედიცინის სწრაფ განვითარებას და ჯანდაცვის შესაბამისი ეროვნული სისტემის ჩამოყალიბებას.
სტატიაში განხილულია სამედიცინო გეოგრაფიის, როგორც ინტეგრალური მეცნიერების დარგის, შესწავლის საგანი, ამოცანები და კვლევის მეთოდოლოგია. ასევე, განხილულია ჩატა რებული კვლევის შედეგები და სამედიცინო გეოგრაფიის სამომავლო პერსეპქტივები.