მთიანი ტერიტორიების გეოგრაფიული სპეციფიკა და ტურისტულ-რეკრეაციული გამოყენების თავისებურებები
Main Article Content
ანოტაცია
მთები წარმოდგენილია ყველა კონტინენტზე. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან მდე ბარეობის, ფართობის, სიმაღლის, ოროგრაფიის, ბუნებრივი პირობების, სიმაღლებრივი სარტყლურობის, ბარიერული თვისებების, გეოპოლიტიკური განვითარების დონის და სხვა არაერთი მაჩვენებლის მიხედვით.
მსოფლიოს მთიანი ტერიტორიების უდიდესი ნაწილი ცნობილია მკაცრი კლიმატური პირობებით, მიწის რესურსების სიმწირით, სუსტად განვითარებული ინფრასტრუქტურით, დაბალი შემოსავლით და განვითარების უპერსპექტივობით. თუმცა არის ადგილები (ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა), სადაც მთებში მცხოვრები მოსახლეობა თავს კომფორტულად გრძნობს, რადგან აქ მიმზიდველი სოციალურ-ეკონომიკური გარემოა შექმნილი.
მთები ჯერ კიდევ გამოირჩევიან ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოთი, მტკნარი წყლის უდიდესი რესურსებით, ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნებით, კულტურული და ბუნებრივი მცენარეულობის ენდემური სახეობებით, სოფლის მეურნეობის, არქიტექტურის, ეთნოკულტურის განუმეორებელი და საინტერესო ფორმებით. მიუხედავად მიმზიდველ ობისა, მთიანი ტერიტორიების უდიდეს ნაწილში მოსახლეობა უკიდურესად გაჭირვებულია და თითქმის სრულ იზოლაციაში ცხოვრობს. ფართო მასშტაბებს მიაღწია მიგრაციულმა პროცე სებმა, რის გამოც, არაერთ მთიან რეგიონს გაუდაბურება ემუქრება. ამგვარ ვითარებაში თანა მედროვე მსოფლიოში აქტიურად მსჯელობენ მთიანი ტერიტორიების მდგრადი განვითარების აუცილებლობაზე, რაც უზრუნველყოფს მომავალი თაობებისთვის ხელსაყრელი სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური გარემოს ფორმირებას.
მთები, ტურიზმის განვითარების პოტენციალის თვალსაზრისით, გამორჩეულია მთელ მსოფლიოში. აქ ადამიანს განუმეორებელი ბუნება, ეთნიკური და კულტურული მრავალფერ ოვნება, მინერალური და სასმელი წყალი, ეფექტური პეიზაჟები და ეკოლოგიურად სუფთა კვების პროდუქტები იზიდავს.
წინამდებარე სტატიაში განხილულია მთიანი ტერიტორიების გეოგრაფიული სპეციფიკი სა და ტურისტულ-რეკრეაციული გამოყენების თავისებურებები, მთიანი ტერიტორიების ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების შეფასება, მთის ტურიზმის თავისებურებები, და, მთიანი ტერიტორიების ტურისტულ-რეკრეაციულ ათვისებასთან დაკავშირებით, მოყვანილია შვეიცარიის მაგალითი.