წყლის ობიექტებზე ბუნებრივი და ანთროპოგენური ზემოქმედების ფორმები
Main Article Content
ანოტაცია
წყალი დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსია, როგორც სასმელი წყლის, ისე - გამოყენებითი მნიშვნელობით. მითუმეტეს, რომ წყლის რესურსები სა ქართველოს ერთ-ერთი ძირითადი სიმდიდრეა. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ წყალზე ბუნებრივი თუ ანთროპოგენური ზემოქმედების ფორმები. წყლის ობიექტები, რომლებზეც ხორციელდება როგორც ბუნებრივი, ისე ანთროპოგენური ზემოქმედება, არის: მდინარეები, ტბები, მიწისქვეშა წყლები, ზღვები და ოკეანე.
ცნობილია, რომ წყლის ობიექტებზე ზემოქმედება, ძირითადად, ადამიანის საქმიანობას უკავშირდება, მაგრამ, როგორც დავინახავთ, არანაკლები მნიშვნელობა აქვს ბუნებრივი ზემ ოქმედების ფორმებს. ბუნებრივი ზემოქმედების ფორმებიდან აღსანიშნავია: ეგზოგენური და ენდოგენური პროცესები, კლიმატური ფაქტორები, გეომორფოლოგიური პროცესები (ეროზიულ-აკუმულაციური), ბიოლოგიური (ცოცხალი ორგანიზმები, ნიადაგურ-მცენარეული სა ფარი) და სხვ. ანთროპოგენური საქმიანობით გამოწვეული ზემოქმედება, ძირითდად, დაკავ შირებულია მრეწველობასთან, რომელიც განაპირობებს ზედაპირული (ჩამდინარე) წყლების დაბინძურებას.
სტატიაში განხილულია წყლის ობიექტებზე როგორც ბუნებრივი, ისე ანთროპოგენული ზემოქმედები სახეები და შედეგები.