ურბანული გარემოს გავლენა სამხედრო კავშირგაბმულობაზე

Main Article Content

გიორგი სანდოძე

ანოტაცია

სტატია ეხება სამხედრო გეოგრაფიას, კერძოდ თუ რა გავლენა აქვს გეოგრაფიულ ფაქტორებს სამხედრო კავშირგაბმულობაზე. ამგვარი კუთხით სამხედრო გეოგრაფია დღემდე არშესწავლილა, რაც ქვემო ქართლის მაგალითზე განხორციელდა. სამხედრო კავშირგაბმულობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია სამხედრო ქვედანაყოფებისთვის (ელიზბარაშვილი, 2012) სამხედრო ოპერაციების დროს. ის, მნიშვნელობასთან ერთად, ძალიან რთული საკითხიცაა, რადგან სამხედრო კავშირგაბმულობა მოითხოვს როგორც არსებული კავშირგაბმულობის საშუალებების და მისი გამოყენების სპეციფიკის ცოდნას, ასევე სამხედრო-გეოგრაფიული ფაქტორების ანალიზს. გეოგრაფიული ფაქტორების ჯეროვანი შეფასება განსაზღვრავს ქვედანაყოფებს შორის კომუნიკაციის ხარისხს და დაკავშირების მანძილს.

საკვანძო სიტყვები:
ურბანული გარემო, კავშირგაბმულობა, სამხედრო გეოგრაფია
გამოქვეყნებული: დეკ 23, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები