მთისა და ზღვის სანაპიროს ლანდშაფტები, როგორც ერთიანი სოციალურ-ეკოლოგიური სისტემა (აჭარის მაგალითზე)

Main Article Content

ქართლოს მანველიძე

ანოტაცია

აჭარის შემთხვევა ცხადყოფს, რომ ენერგოინფრასტრუქტურა, ურბანული და სოციალური განვითარება და ეკოლოგიური პროცესები მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ბათუმის ურბანული ინფრასტრუქტურის გაფართოება დიდწილად ეფუძნება შიგამთიან აჭარაში გენერირებულ ჰიდროენერგიას, თუმცა ეს დამოკიდებულება ახალ სოციალურ და ეკოლოგიურ რისკებს წარმოშობს.
შიგამთიან აჭარაში ჰესების მშენებლობამ შეცვალა მდინარეთა დინების დინამიკა, შეამცირა ნატანი მასალის რაოდენობა, გამოიწვია სასოფლო სამეურნეო სავარგულების და ისტორიული მამაპაპისეული მიწების სრული დაკარგვა (დატბორვა), ასევე, მიკროკლიმატური ცვლილებები.
რაც შეეხება ბათუმის სანაპირო ზოლს, დაირღვა ბალანსი ზღვისმიერ აბრაზიასა და მდინარე ჭოროხის მიერ სანაპირო ზოლზე ნატანი მასალის აკუმულაციას შორის, რაც აჩქარებს პლაჟების ეროზიას და ზრდის სანაპირო ინფრასტრუქტურის მოწყვლადობას, ხოლო ინფრასტრუქტურის ზიანისგან დასაცავად საჭირო ხდება ძვირადღირებული ნაპირდამცავი ღონისძიებების გატარება, როგორიც არის სანაპიროს ინერტული მასალით ხელოვნური კვება და ბერმების მშენებლობა. სოციალურიშედეგები ვლინდება სარგებლისა და ხარჯის მკვეთრ, არასამართლიან გადანაწილებაში – ქალაქი იზრდებაშიგამთიან აჭარაში გენერირებული ენერგიის ხარჯზე და იღებს ეკონომიკურ სარგებელს, ხოლოშიგამთიანი აჭარის მკვიდრნი ჰესების მშენებლობის გამო განიცდიან ეკოლოგიურ ზარალსა და იძულებით მიგრაციას.
კვლევა Mixed-Methods მიდგომით აჩვენებს, რომ აჭარის განვითარების დინამიკა წარმოადგენს მთისა და სანაპირო ზონების ენერგეტიკული, ურბანული, სოციალური და ეკოლოგიური პროცესების ურთიერთდამოკიდებულ სისტემას. რეგიონის მდგრადი სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად საჭიროა ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა, სამართლიანობის პრინციპების დაცვა და მთასა და ზღვის სანაპიროსშორის ურთიერთკავშირების გრძელვადიანი გათვალისწინება.

საკვანძო სიტყვები:
ჰესები, ურბანიზაცია, ეროზია, რეზილიენცი, სამართლიანობა
გამოქვეყნებული: დეკ 23, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები