რაჭის მოსახლეობის დემოგრაფიული განვითარება (წარსული, აწმყო, მომავალი)

Main Article Content

გიორგი მელაძე
გიორგი ხომერიკი

ანოტაცია

რაჭა საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული მხარეა, რომელიც ქვეყნის თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებისაგანშედგება. რაჭაში ამჟამად არსებული მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის სათავეები, ათობით წლების მანძილზე მიმდინარე ნეგატიურ დემოგრაფიულ პროცესებში უნდა ვეძიოთ, რომელიც უმთავრესად მცირემიწიანობით,შეზღუდული ბუნებრივი პირობებით და გასული საუკუნის 90-იან წლებში, ცნობილი მოვლენებისშედეგად საქართველოში განვითარებული უმწვავესი სოციალურ-ეკონომიკური პროცესებით იყო განპირობებული, რისშედეგადაც მკვეთრადშემცირდა მოსახლეობის საერთო რაოდენობა,შობადობა, პროგრესულად მიმდინარეობდა მოკვდაობის მატებისა და
მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერების პროცესი, ფართო მასშტაბებს მიაღწია ემიგრაციულმაპროცესებმა. რაჭაში ათობით წლების მანძილზე დამყარებულია მოსახლეობის უარყოფითი ბუნებრივი მატების რეჟიმი. დღესდღეობით რაჭის მოსახლეობის დემოგრაფიული პოტენციალი საკმაოდ დაბალია. აღნიშნულ პოტენციალზე დაყრდნობით გაკეთებული მოსახლეობის რაოდენობის პროგნოზული გაანგარიშებები პესიმისტურია. პროგნოზის საშუალო ვარიანტის მიხედვით, არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის მომავალშიშენარჩუნებისშემთხვევაში, 2024-2044 წწ. რაჭის მოსახლეობა 15.4 ათასი მცხოვრებიდან 8.4 ათასამდეშემცირდება. წარმოდგენილ სტატიაშიშესაბამის ოფიციალურ სტატისტიკურ ინფორმაციაზე და ავტორთაგაანგარიშებებზე დაყრდნობით, გაანალიზებულია რაჭის დემოგრაფიული მდგომარეობა წარსულში, აწმყოში და მომავლის პერსპექტივები.

საკვანძო სიტყვები:
საქართველო, რაჭა, მოსახლეობა, შობადობა, მოკვდაობა, მიგრაცია, პროგნოზი
გამოქვეყნებული: დეკ 23, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები