ილუზიის პრობლემა ჯნანა იოგაში “აშტავაკრა გიტას” მიხედვით
საკვანძო სიტყვები:
ილუზია, ჯანანა, იოგა, ადვაიტა, ვედანტა, სამსარა, მოქშაანოტაცია
აბსტრაქტი. ნაშრომი იკვლევს ილუზიის (მაიას) პრობლემას კლასიკური ინდუისტური ფილოსოფიის კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღებით ჯნანა იოგისა და ადვაიტა ვედანტას მიმართ. ანალიზის ძირითად წყაროს წარმოადგენს „აშტავაკრა გიტა“, რომელიც განიხილება როგორც ცოდნის გზაზე დაფუძნებული მონისტური ფილოსოფიური დიალოგი. ტექსტში განხილულია ცოდნისა და თვითშემეცნების საკითხები, სურვილისა და მიჯაჭვულობის როლი სამსარაში, მოქშას მიღწევის პირობები და ცნობიერების, როგორც ერთადერთი რეალობის, კონცეფცია. პარალელურად გაანალიზებულია ილუზიის თემის განვითარება „ბჰაგავად-გიტაში“ და გამოიკვეთება შესაბამისობა დასავლური ფილოსოფიის ზოგიერთ ეპისტემოლოგიურ მოდელთან. ნაშრომი აჩვენებს, რომ ილუზიის გადალახვა მიიღწევა არა პრაქტიკულ ან დოგმატურ გზით, არამედ ცნობიერების უშუალო გააზრებითა და თვითიდენტიფიკაციის უარყოფით.
Downloads
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი სარგებლობს პირველი, ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით, საავტორო უფლებების მიღების გარეშე.

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.